summer_missingდილით:
200 გრამი სოფლის ნობათის რძე. ვუთბობ და ბოთლის მიირთმევს (თუ ღამით გაიღვიძა - ამას ვაძლევ)
დილით:
1 წლიდან დავიწყეთ ჩვენ ნორდიკი. ანუ გასაკეთებელი ფაფები. მდუღარე წყალს ვასხამ, ვაჩერებ ცოთახნით, ვამატებ რძეს (სოფლის ნობათს) და ვადუღებ 1 წუთი. +ყავისფერი შაქარი, ან +გახეხილი ყველი/სულგუნი. წყალს და რძეს თანაბარი რაოდენობით, თვალით ვუკეთებ. მიირთმევს 300 გრამს.
ხილი:
სმაროძინა, ალუჩა, მარწყვი
უნდა გავასინჯო: ალუბალი, ატამი, გარგარი
კვებებს შორის ტრუბკით

მიირთმევს დაბლენდერებული ხილის კომპოტს. ცოტა ყავისფერი შაქრით. 2 ჭიქას მიირთმევს დღის მანძილზე. თუ ცხელა ცოტა მეტსაც - უკვე წყალს ვაძლევ ოღონდ.
სადილი:
ბოსტნეული (დავუმატე პომიდორი), კატლეტი ორთქლზე, ორაგული, საქონლის ღვიძლი, მწყერი, ყაბაყი, არტალა ნახარშით, წიწილა მთლიანი, კურდღელი, ყველი/სულგუნი, პური, გაროხის სუპი,
მაწვნის სუპი არ მოეწონა.
უნდა გავასინჯო: მაკარონი, კარტოფილის პიურე.
თუ მარტო ბოსტნეული იყო სადილად მაშინ საღამოთი ომლეტს ვუკეთებ, ყველთან.
ხიზილალა: ნახევარი ჩაის კოვზი კვირაში სამჯერ.
საღამოთი:
ხილი
ძილის წინ:
ხაჭო+მაწონი+პეჩენია (საიუბილეო, ასაწონი) = 260გრ
პ.ს. არაჟანიც შეიძლება მხოლოდ ახალ გახსნილი, და მეორე დღეს არაო. - არ მიმიცია ჯერ.
თამაზთან ვიყავით 1 წლის რომ გახდა ქალი. ანუ 9 ივნისს. მეთქი ისევ თვეში ერთხელ ვივილი - და არა, აწი 3 თვეში ერთხელო. (ნუ ჩემი მოთხოვნა იყო ასე ვთქვათ

)
რამე გამომრჩებოდა უეჭველი