მეღირსა

))) სამშობიაროში წასაღები ნივთების ჩალაგება დავიწყე (სია დიდი ხნის ჩამოწერილი მქონდა). დავწერ აქ, იქნებ ვინმეს გამოადგეს, პლაგიატობა არ დამწამოთ, რა თქმა უნდა, სიის შედგენისას ამ თემით და კიდევ მეგობრების რჩევით ვსარგებლობდი, ამიტომ შეიძლება გამეორება გამომივიდეს და დავწერო, ის რაც აქ უკვე არაერთხელ დაიწერა.
ბავშვითვის წასაღები ნივთები:
1. ხელ-ფეხიანი ბოდეები;
2. უფეხო ბოდეები;
3. ბამბაზიის ე.წ. ,,პლიონკები";
4. პირსაწმენდები;
5. თბილი ნასკები;
6. უღილო პერანგები;
7. ტანსაცმელი;
8. ქუდები;
9. თათები;
10. პატარა შარვლები;
11. ყურის ჩხირები (დამცავებით);
12. მატყუარა;
13. ბოთლი;
14. გამოსაყვანი კომბინიზონი
დედისთვის წასაღები ნივთები:
1. პერანგი (საკეისროს დროს ჩასაცმელად);
2. ჩაღილული პიჟამოები;
3. მეძუძურის ლიფები;
4. მკერდის საფენები;
5. ჰიგიენური საფენები;
6. საცვლები (მიმაქვს ჩვეულებრივი, ერთჯერადები არ მიყიდია);
7. ხალათი;
8. ოთახის ჩუსტები;
9. აბაზანის ჩუსტები;
10. პირსახოცები (სახის, ტანის, ინტიმური

);
11. ნასკები;
12. ორსულობის შემდგომი ბანდაჟი;
13. კბილის ჯაგრისი და პასტა;
14. სასაპნე+საპონი;
15. ყურის ჩხირები;
16. დეზადორი;
17. საპარსი;
18. სავარცხელი;
19. მობილურის დამტენი;
20. საბუთები (ქორწინების მოწმობა და პირადობის მოწმობები);
21. ფოტოაპარატი;
22. მუსტელას კრემი ძუძუს თავებისთვის;
23. რძის გამოსაწველი;
24. სველი და მშრალი ხელსახოცები;
25. ბლოკნოტი და კალამი;
26. სათვალე (მე ვხმარობ);
27. წიგნი

(ჯერ არ ვიცი, რას წავიღებ

))
28. შამპუნი (წავიღებ მაინც, მგონია, რომ ვერ დავიბან არადა)
ვიცი, ზოგი ზედმეტია, მაგრამ რა ვიცი

)))
pamმეგობარმა გაიკეთა საკეისრო ბიბიდაში და ამ სიაში ბევრი რამ მისი რჩევით შევიტანე, იქნებ გამოგადგეს.
გოგოებო, კითხვაც მაქვს

სიაში არ მაქვს შეტანილი ელასტიური ბინტები (საკეისროს შემთხვევაში) და ბავშვის პამპერსები, ,,ემბრიოში" ვაპირებ და დამაკვალიანეთ მე უნდა წავიღო თუ იქ დამახვედრებენ?