მთავარია საკმარის რაოდენობა წყალში ჩააგდო რო კედელს არ მიედოს, თორე გამოხარშვისგან არაფერი მოუვა, პირველ ჯერზე კარგად გავრეცხე და 5 წუთი ვხარშე, მერე 2-2 წუთიც ყოფნიდა.
თუ სოსკაც ტომი ტიპის იყიდე, პატარა წონიანი თუ გაჩნდა ვერ იხმართ, ჩემსას ლამის მთელ სახეს უფარავდა
* * *
elevenესეც შენ.
სამშობიაროში წასაღები ნივთების სია:
- ტანის პირსახოცი
– ხელის პირასხოცი-ეს თუ გინდა არ წაიღო ხელსახოცები არის
– ერთი პირსახოცი საშუალო ზომის ოყნის შემდეგ დაგჭირდება
– ღამის პერანგი -2 ცალი, ერთი მშობიარობისას გინდა ერთიც შემდეგ უკვე პალატაში.
ისეთი რომ მკერდთან ადვილად გაიხსნას, უფრო მოსახერხებელია.
– ხალათი
- ბალიშის პირი
– ჩუსტები-ჩვეულებრივი, შლოპანცები აბაზანისთვის
- ლიფი– მეძუძურის
- წინდები
- ერთჯერადი საცვლები (mothercare-ში ვიყიდე) მოსახერხებელია, იხმარ გადააგდებ
- პაკეტები-იქაც მოგცემენ, მაგრამ მე ჩემი მქონდა
– სტიკი
– საპარსი
– კბილის ჯაგრისი
– კბილის პასტა
– საპონი-ეს წაღებული მქონდა და არ დამჭირდა, იქ აქვთ თხევადი საპონი
– ლიფის საფენები (ტომი ტიპს აქვს სპეციალური საფენები hygel–ით, რომ ადვილად
აღადგინოს კანი და თავები არ გეტკინოს)
– სველი ხელსახოცი (შენთვის)
- Mustela-კრემი ძუძუს თავებისთვის (მარტო ავერსში იყიდება)
- მობილურის დამტენი
ბავშვისთვის:
- ტანსაცმელი- თათები წავუღე, მაგრამ არ მიხმარია, პედიატრმა მითხრა არ უნდაო
- სოსკა
- ბოთლი-თუ დამატება დასჭირდა (ტომი ტიპის არის კარგი, მოწოვა სჭირდება ისეთი
თავი აქვს და შანსი იმის რომ ძუძუზე მერე უარს იტყვის ნაკლებია)
- პამპერსი წაღებული მქონდა და არ დამჭირდა
- ადიალა თხელი და პატარა
- პილიონკა რომ თავის საწოლში ჩაუფინო (თვითონ უფენენ იქ თავიანთ პილიონკას,
მაგრამ შენი რომ გქონდეს მგონი ჯობია)
საბუთები:
- პირადობის მოწმობა
- ქორწინების მოწმობა
- გაცვლა-გამოცვლის ბარათი
- ჭიპლარის სისხლის საბუთები
გამოწერისას დაგჭირდება-
- შენი და მეუღლის პირადობის მოწმობების ასლები
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი