მოკლედ,აქ დაწერილი სიების საფუძველზე შევადგინე ჩემთვის სასურველი ნივთბის სია

მადლობა ყველას,ვისი დახმარებითაც ძალიან ბევრი რამ გავიგე ამ თემაში

ვინაიდან მე არ ვარ საქართველოში და აზრზე არ ვარ აქაურ სამშობიაროებში რა მდგომარეობაა,ამიტომ მირჩევნია ყველა ჩემთვის საჭირო ნივთი წავიღო,ან მინიმუმ სახლში მქონდეს მზად - ჩანთაში ჩალაგებული,საჭიროების შემთხვევაში ჩემს ქმარს რომ არ მოუწიოს წვალება და სირბილი საყიდლად.რაზეც წარმოდგენაც ძალიან ნაკლებად აქვს

ჰოდა იყოს ეს სია აქ,იქნებ ჩემამდე ვინმესაც გამოადგეს.
ჩემთვის:
1.პირსახოცები - ტანის,სახის,ხელის,ინტიმური.
ასევე 2 საშუალო ზომის - ყოველი შემთხვევისთვის კლიზმისთვის რომ გახდეს საჭირო.
2.საღამური - 2 ც.ცოტა დიდი ზომის,წინ მკერდთან ჩაღილული,მუხლებამდე,ბრეტელებიანი.(45 გრადუს სიცხეში მიწევს მშობიარობა

)
1 ც.- ცოტონის.მე-2-ე ატლასის.
3.2 ც.თხელი ხალათი.
4.2 ც.ბალიშისპირი. (ან თეთრეული).
5.ოთახის და აბაზანის ჩუსტები.
6.2 ც.წინდა - 1 თხელი და 1 თბილი.1 ც მარალყელიანი გეტრიც.
7.2 ც.მეძუძურის ლიფი.(კარგად მომდგარი და არა დიდი).მაგ:ეტამის.
8.საორსულო,მაღალწელიანი ბამბის ტრუსები _ 5-6 ც.
9.საფენი (ბევრწვეთიანი) - 2 პაკეტი.
10.პირადი ჰიგიენის ნივთები:
კბილის ჯაგრისი/პასტა.ყურის ჩხირი.
დუშ-გელი,შამპუნი,ბალზამი,ინტიმ-გელი.
სახის,ხელის,ფეხი კრემები.ტანის საზაფხულო ლოსიონი.სახის გამაგრილებელი სპრეი.ტუჩის უფერო საცხი.
სტიკი,საპარსი,მაკრატელი,სარკე.Fენი.
სავარცხელი,თმისამაგრი რეზინი.
სველი და მშრალი სალფეტკები _ თითო პაკეტი.
სანტავიკი.
11.ლიფის საფენები.Mustela-ს დვრილების კრემი.
12.პლასტმასისთავიანი ჩამოსაკიდი ოყნა;ჰემოროის საწ.კრემი(ყოველი შემთხვევისთვის).
13.გასაბერი რგოლი - ნაკერების შემთხვევაში.
14.chicco-ს მარკის გამოსაწველი.
15.ორსულობისშემდგომი ბანდაჟი/ქამარი.
16.2 ჭიქა - წყლის,ჩაის;კოვზი,თეფში.
ჩაი,შაქარი,ორცხობილა,მომცრო ელექტროჩაიდანი.
17.მობილურის დამტენი;ციფრული.
18.ბლოკნოტი და პასტა.
19.ლეპტოპი,ინტერნეტი.
ბავშვისთვის:
1.2 ც.ადეიალა - თხელი და თბილი.
2.4 ც.ფლანელის ,,პილიონკა''.
3.2 ც.ზეწარი.
4.პამპერსი. (მეზობელმა მიტხრა რომ მარტო ერთხელ უკეთებენ თავისასო და უეჭველი წაიღეო

)
5.სველი სალფეტკი,ყურის ჩხირი,მაკრატელი.
6.ლატექსის სოსკა - მატყუარა.სოსკის ჩასადები,შუშის ბოთლი.(რაოდენობას მერე დავაზუსტებ).
7.4-5 ც.პირის მოსაწმენდი პატარა პირსახოცები.
8.4-5 ც.წინსაფარი.
9.4-5 ც.ბამბის ქუდი,ნაკლებნაკერებიანი,ურეზინო.სხვადასხვა ზომის.
10.ბავშვის შხაპის გელი,ტანის კრემი ან ზეთი,ტალკი.
11.4-4 ცალი ბამბის თათმანები და ნასკები.
12.ტაკოს გასამშრალებლი 4 ც.პირსახოცი.
13.Mustelas-ს ტაკოს კრემი(თუ გამოეწვება).
14.საჭმლის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი და სიცხის საზომი ტერმომეტრიც.
15.გაზის გამყვანი;ახალშობილის ოყნა.
16.ხელოვნური საკვები(რძე რომ არ მქონდეს).
17.ტანსაცმელი: (ზომა 0-3 თვემდე)
1 თათიანი და 1 უთათო შარვალი.
2 ც მკლავიანი უღილო პერანგი..
2 ც.თათმანიანი ზედა.
2 ც. მოკლემკლავიანი ბოდე.
2 ც. გრძელმლავიანი ბოდე.
ფეხიან/მკლავიან/თათიანი ბოდე 3 ც.
გამოსაყვანი ტანსაცმელი.
მგონი აუცილებელი ყველაფერი წერია.

პ.ს.ზოგს ალბათ ზედმეტებიც მოეჩვენება მაგრამ ჩემსავით მარტო მყოფის პირობაზე უცხო ქვეყანაში,ნამდვილად არაა ზედმეტი წინასწარ თადარიგის დაჭერა

თუ რამეს შემისწორებთ საინტერესო იქნებოდა ისე
This post has been edited by Janiss on 30 Apr 2012, 15:07