მოვედი ნინ

გადავავლე თვალი პოსტებს
რა მინდა Nila-ს რომ უთხრა
ე.ი. 2 წუთში იძინებდა ჩემი მატლი
10 წუთი რომ ეჭამა ვინ ჩიოდა

მიდიოდა მერე ცხვირზე მოჭერა,ფეხის გულებზე და ლოყებზე ცაცუნი და ვერ ვაფხიზლებდით მაინც
ასე იყო სადღაც ერთ თვემდე
გიჟს ვგავდი უკვე ჰაი ჰუი არ ჭამს კარგად,არ ყოფნის რძე ,გახდა და უიმეეე რააა მოკლედ შევწუხდი და შევაწუხე ყველა
ერთი თვე რომ შეუსრულდა გადავედით ურეჟიმო ჭამაზე
ანუ აღარ ვითვლიდი საათებს და არ ველოდებოდი 3საათის გასვლას
როცა უნდოდა მაშინ ვაძლევდი ძუძუს
ხან ნახევარ საათიანი შუალედები გამოგვდიოდა
ყველაზი მეტ ხანს 2 საათს ძლებდა
მეც დავისვენე და ბავშვმაც
მოეშვა გაზებიც,მიუხედავად იმისა რომ დიეტა აღარ დამიცვია
გაფუვდა,გასუქდა ისე ყველა ამის ბარკლებზე და მკვრივ ჩიჩიებზე ლაპარაკობდა

6 თვე დამატება და ხელოვნური რა იყო არ ვიცოდით
ახლა დაუწყე დამატების მიცემა და კი იმატებს 200 გრამს

მთელი ზამთარი, რომ მშვიდობით გადავიტანეთ,ბავშვი ვითარდება კარგად,ყველანაირი დამატებითი ვიტამინების,კალცის, და რაღაცეების გარეშეც
მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი რძის დამსახურებაა
საკმაოდ მაწიერი და ცხიმიანი რძეც მქონდა ისე
ახლა ცოტა გაწყალწყალდა უკვე

მერვე თვეა და ალბათ თვენახევარში გავიშრომ კიდეც
მინდა დავამატო,რომ მიუხედავად მრავალი დისკომფორტისა
მაინკ უზომოდ კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ამით
ყველას უკვირს ასეთი პატარა გოგო და ამდენი ხანი ჯერ მხოლოდ ბუნებრივზე რომ გყავდა
და ახლაც არ იშრომ, როცა უკვე ხელოვნურს ჭამსო
მე ამაყი ვარ ამით
ყველა დედა ამაყი იქნება დარწმუნებული ვარ
როცა გააცნობიერებს რა კარგს უკეთებს თავის შვილა როცა არ იშრობს რაღაც მოგონილი მიზეზების გამო რძეს და უნარჩუნებს მას ამ მადლს
ჩემ მეორე პედიატრს რომ არ ებრძოლა და არ დავერწმუნებინე
მეც გავიშრობდი ალბათ
მაშინ მეგონა რომ ასე იყო უკეთესი ბავშვისთვის
არ ვიცი რამდენად დაგარწმუნებ ჩემი პოსტით რამეში
მაგრამ, ცოტა ხანი მაინც მოითმინე და ყველაფერი აეწყობა