ვიყავით დღეს ლალისთან თაკოს რჩევით
ზოგადად პოლიკლინიკის პირობები არ მომეწონა
ჩვენ სადაც დავდივართ იქ უფრო ბევრად მოწესრიგებული და სუფთადაა ყველაფერი
თავად ლალის მეც კმაყოფილი დავრჩი
სასიამოვნო ქალია ძალიან
ჩვენს ჩივილებს რაც შეეხება:
1. ყელი აქვს წითლად,ვირუსი გექნებოდაო რამე და გადაედო
ვიბრუკოლის სანთლები დაუნიშნა მხოლოდ
2. ჯდომა რომ ეზარება შევჩივლე და დასვა მაშინვე
ეს ქალბატოინიც თითქოს ჩემი ჯიბრით იქცევახოლმე ასე
იყო კოხტად წამოსკუპებული სანამ არ დააწვინა ძალით

ანუ ეს ჩივილიც გამოვქვითეთ

3.ფეხის წვერებზე რომ დგება მყარძირიანი ფეხსაცმელი ჩააცვიო იქნებ გამოასწოროს თავისით
თუარადა მასაჟები მოუხსნისო უცებ
4. წონაზე,მატებაზე,კვებაზე ახალი არაფერი არ უთქვამს
რაც ჩამომითვალა ყველაფერს ჭამს უკვე ანო
დაჟე, თევზი მივეციმეთქი და არ გინდა ჯერ,9 თვიდან მიეციო
არადა ისე გემრიელად ჭამა გული დამწყდა
ვფიქრობ ხომ არ მივცემეთქი იშვიათად მაინც

ძუძუზე ხომ არ გყავსო მკითხა
ხოდა რომ უთხარი 6 თვე მარტო ძუძუს ჭამდამეთქი ძალიან ესიამოვნა
როგორცკი შემოიყვანე შევატყვეო მაშინვე ისეთი კარგიაო
ლალიმაც გადასარევი ბავშვია ყველანაირად რას ერჩი??? რა გინდაო???აი ასე მითხრა ზუსტად

ჩემი ქმარი მგონი ბავშვს აღარ წამაყვანინებს ექიმთან
ყველა მასე მეუბნება და მერე მიშა ბრაზობს, ძალით იგონებ რაღაცეებს და რა გინდაო

ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა
ბოლო დროს გული მწყდებოდასავით
ჩემ რძეს ისეთი მადლი აღარ აქვს,რა აზრი აქვსმეთქი რომ ვაჭმევ კიდევ
9 თვიდან გაშრობას ვაპირებდი
ხოდა დღეს ლალიმ რა მითხრა
ამ საჭმელებს მთელი ცხოვრება შეჭამს და შენ რძეს კი ვეღარო
გინდ ორი წელი აჭამო შენი რძე ამისთვის მაინც შეუჩვლელი იქნებაო
ორი წელი კი არამგონია მაგრამ სანამ ღამის ძილს არ ისწავლის ნორმალურად ალბათ ვაჭმევ მანამ
ხო კიდევ კბილები მოუსინჯა და ოდნავ წამოსიებული კი აქვს მაგრამ ჯერ არაფერს იზავენო
გენეტიკურია ეგეცო და მამამისს ამოსვლია გვიან
ისე რაც უფრო გვიან ამოვა მით უფრო კარგი ემალი ექნება და უცებ არ გაუფუჭდებაო
მოკლედ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ

)