ხოდა, რომ შიმშილობ იმიტომ ხარ მერე სასოწარკვეთილი
შიმშილი რეალურად არაფერ კარგს არ მოგიტანს
გამოიფიტები, ნერვული სისტემა ამაზე მძაფრად რეაგირებს, აგეშლება ნერვები და ორგანიზმი ”გაიძულებს” ორი იმდენი ჭამო რაც დააკელი
შესაბამისად მოიკლებ 2 კილოს მოიმატებ 4 კილოს
ჩემს ირგვლივ სულ დიეტობდნენ დაქალები, არცერთი მათგანი დღესდღეობით თანწერწეტა არაა
ერთ დღესაც ყველას ღალატობს ნებისყოფა და საკუთარ ანარეკლს სარკეში უბრალოდ აღარ უყურებენ
ამით მთავრდება მოდიეტეთა გრძელი და შიმშილით გატანჯული გზა ტანწერწეტობისაკენ
ისე რომ ნუ ჩააგდებ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში რომ საკუთარი გახდომის რწმენა დაკარგო საბოლოოდ, გამოიფიტო
ჯანმრთელობა მოირყიო და თან შედეგიც არ გქონდეს
თავიდანვე ითვალე კალორიები, 1000 კალორია კი ცოტაა, მაგრამ თუ სწორად გადაანაწილებ
ამ რაოდენობაში უამრავი ვიტამინი შეგიძლია მიიღო
თან ახლა, უამრავი ხილი, ბოსტნეული, დაბნალკალორიული და ”ვიტამინების საწყობი” საკვებია შემოსული
ისიც გაითვალისწინე დიეტა, რომელიც არაა დაბალანსებული შენს გარეგნობაზე მარტო წონით არ აისახება, კანს აშრობს,
კბილებს აფუჭებს და ა.შ.
და რაც დაბლა ჩავაკოპირე ეგეც წაიკითხე

შრომაზე ადრე მგონი კვებამ შექმნა ადამიანი
!!!!!!ძვლები ძირითადად კალციუმისგან შედგება, ხოლო ოსტეოპოროზს ძვლოვანი მასის დაქვეითება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზის მიზეზი შეიძლება იყოს საკვების საშუალებით კალციუმის არასათანადო მიღება ან ორგანიზმში მიმდინარე დარღვევები, რომელთა გამოც ორგანიზმი ვერ ახერხებს ამ ელემენტის ათვისებას. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოძევებას.
კალციუმთან ერთად ორგანიზმს სჭირდება D ვიტამინი, ფოსფორი და ზოგიერთი ლითონი.
ამრიგად, ოსტეოპოროზის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს:
* დიეტამ ან არასწორმა კვებამ (კალციუმის არასაკმარისი მოხმარების გამო);
* ცხოვრების ნაკლებმოძრავმა წესმა, ხანგრძლივმა წოლითმა რეჟიმმა - ეს ძვლის კვებას აუარესებს და ამცირებს, ამიტომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არარსებობის შემთხვევაში ძვლები განლევას იწყებს;
* საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებმა, რომელთა გამოც ვერ ხერხდება კალციუმის ათვისება. ასეთია კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის ის ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების შეწოვის უნარის დაქვეითება ახლავს თან და, ამის კვალობაზე, ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს;
* გენეტიკურმა განწყობამ. თუ დედას ოსტეოპოროზი აქვს, ქალიშვილი ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება;
* მზის სხივების უკმარისობამ, რის შედეგადაც ორგანიზმში D ვიტამინი მცირე რაოდენობით სინთეზირდება.
* ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ.
* სიცოცხლის მეორე ნახევარში ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის ბუნებრივი დაბერება, ქალებში - კლიმაქსურ პერიოდში სასქესო ჰორმონების ნაკლებობა.
!!!!!!