ე.ი. თუ ვინმეს გაინტერესებთ, მწვანე ლობიოს 200 გრამიან პორციაში არის 137კკალორია.
900გრ მწვანე ლობიო (უკვე მოხარშული ავწონე), 30გრ ზიმინდის ზეთი, 100გრ ხახვი, ნიორი და მწვანილები ერთად მაქს 80 გრამი იყო, 3 ცალი კვერცხი.
სულ გამოვიდა 1.200 კგ და 822 კკალორია.
ხო, კიდევ უუუზარმაზარი ჯამი სალათი გავაკეთე, 1 კგ გამოვიდა (452კკალორია იყო) და ნახევარი ძლივს ვჭამე.
ესეც შემადგენლობა:
200გრ კიტრი, 200გრ პომიდორი, 100გრ მწვანე ბულგარული, 100გრ ბროკოლი, 100გრ ყვავილოვანი კომბოსტო, 150გრ სიმინდი (ზედ აწერია კალორაჟი და 172 კკალორია მოუწია), 100გრ არაჟანი (წარწერის მიხედვით 161კკალორია გამოვიდა).
დილას 2 თოხლო კვერცხი, 30გრ ყველი და ნახევარი გუდვილის სეზამიანი ბუბლიკი მქონდა ნაჭამი. ყველაფერი რომ გადავთვალე, აღმოჩნდა, რომ 471 კკალორია კიდევ მაქვს მარაგში

ავიწონი ნახევარი კილო ბალს და მივასკდები. კიდევ დამრჩება მარაგში, მაგრამ მაგდენს ნამდვილად ვერ გავქაჩავ

პ.ს. კვირა დღე იყო და დრო მქონდა ამდენის ასაწონ-სათვლელად. სამუშაო დღეებში რა მეშველება

ზომვა-წონვა-კალკულაციებს ათჯერ მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე ჭამას. ყოჩაღ თქვენ, ვინსაც არ გეზარებათ.
This post has been edited by Breaky on 12 Jun 2011, 19:12
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable