nan_nanukaსაშუალო ზომისას დაგიწერ, დიდი თუნუქის ფურცელი რომაა გაზის (ჟარონა) იმის ნახევარია ეს, თუ დიდი გინდა ორმაგი ყველაფერი კვერცხის გარდა
1 კვერცხი
ნახევარი ქინა მაწონი
ნახევარი ქინა პატარა არაჟანი 100 გრ ანუ, აქედან 1 სუფრის კოვზი გადაინახე
100 გრამი დარბილებული კარაქი
250 გრ ფქვილი (შეგიძლია 1 -2 კოვზი დაამატო)
1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით ან ლიმნის წვენით
ცოტა მარილი ამას მიქსერით აურევ კარგად ცომი გამოდის სქელი არაჟნის სისქის (კექსის ცომივით)
ყველი 400 გრ გახეხე + 1 კვერცხი აურიე კარგად
გააცხელე ყალიბი როგორიც გაქვა გინდა მრგვალი გინდა ოთკუთხედი
წაუსხი კარაქი ცოტა და ნახევარი ცომი დაასხი გაასწორე დანით დააყარე გახეხილი ყველი და
დაასხი ცომის მეორე ნაწილი და გადაასწორე
1 სუფრის კოვზი არაჟანი, რომ შეინახე იმას გადაურიე 1 კვერცხი გათქვიფე და წაუსვი ზემოდან
აცხვე დაბალ ცეცხლზე, რომ გაოქროსფერდება ზევიდან მზადაა

40-45 წუთი დაჭირდა ჩემსას, მიხვდები რა
თუ რამე ვერ გაიგე მკითხე, მე გამოვაცხვე ტარტის ფორმაში, ხომ იცი ეს ფორმა განიერი "ზუბჩიკებიანი", მაღალი გამოვიდა და ლამაზი
This post has been edited by coco chanel on 5 Jun 2011, 23:59