sosძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე.
დღეს მთაწმინდის პარკიდან რომ ვბრუნდებოდით მოითენთა
სანდრი, დაეძინა მანქანაში, სახლში რომ ამომყავდა ძალიანც
ცხელი მომეჩვენა, სხეულის ყველა ნაწილი ცხელი ქონდა.
ამოვიყვანე, ვიფიქრე დასცხათქო, გავაგრილე და გავუზომე სიცხე,
38.0 - ამივარდა ტვინში სისხლი. 10 თვის ხდება და არცერთხელ (!)
არ ქონია სიცხე. თანაც რაზე დამებრალებინა არ ვიცოდი. პედიატრთან
ვრეკე, ლალისთან გასულია ქალაქიდან, გამორთული აქვს მობილური (პირველად)
მერე მეორე პედიატრს დავურეკე, ის ცუდად იყო და იწვა, მაგრამ ისე დამარიგა,
რომ 38 და ზევით დამწევი მიეციო, დაავკირდი რამე სიმპტომები ხო არ გამოუვლინდებაო,
შეიძლება ყელი იყოს წითელი, შეიძლება კბილები რომ ჩამოსდისო, წკიპზეა შემდეგი 2 კიჭიც,
სადაცაა ჩამოჭრიან. მერე დავრეკეთ კიდევ ერთთან, ჩვენ ნათესავთან, იმანაც იგივე თქვა
ფაქტიურად, ორივემ თქვა, რომ გავს კბილებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ ვნახე
პედიატრი, რომ მეჩვენებინა სანდრის ყელი, ჩვენ არაფრით არ გვიღებს, არც ვიცი როგორ გავაღებინო,
არ დაგვჭირვებია. პანადოლი დავალევინე, ასე 2 საათი შედეგი არ ქონია, მერე დაიყვანა 37.7-ზე,
ძილის წინ ისევ 38.1-ზე ავიდა, გავუკეთე ვიბურკოლი და დაიძინა.
ახლა მირჩიეთ:
- პანადოლი რამდენი მლ ეკუთვის
- რამდენ საატში ერთხელ შეიძლება მივცე
-ვიბურკოლი როგორი დამწევია, რამდენ ხანში მოქმედებს, რამდენ საათში შემიძლია გავუკეთო თავიდან
- ღამე თუ აეწია ძალიან რა ზომები მივიღო
ძალიან დავიბენი, უვიცი ვარ ამ საკითხში, თან რომ ვერ ვერკვევი რისგანაა....
კარგ ხასიათზეა, კარგი მადა აქვს, არა სურდო, არა ხველა, არა ცემინება, სითხეებს
სვავს გემრიელად, კუჭში კარგად გავიდა.
დაჟე დღეს მარტომ იარა ოთახში, ასეთი ღირსშესანიშნავი დღე აქვს და ეს სიცხით შეხვდა

ბებიამისს გამოეპარა, ხოხავდა, ზალაში ადგა ჟურნალების მაგიდასთან, მოტრიალდა და წავიდააა,
მიაწვება შუა ოთახში ფეხშისველი ნასკებით იატაკზე, რომ არ გაუცურდა ფეხი გადავრჩით,
დაინახა, რომ მისდევდა დასაჭერად ბებო და აუჩქარა და აუჩქარა

პს. რა იქნება უბრალოდ კიჭები იყოს და არა სხვა რამე
მეტა: kozet, MELO_MELO, nino+ninuciii, Take_off
This post has been edited by Ia-forumze on 26 Jun 2011, 22:51