forumeli007
სამწუხაროდ სადღაც 3 თვემდე არაფერი შველის, დამამშვიდებელი რომ მისცე არ ვარგა, აფერხებს განვითარებას,
უბრალოდ თუ გაქვს საშუალება დღისით ვინმეს გადააბარე ასე 2-3 საათით რომ გადაბმულად დაიძინო
ვახუნა რომ მეყოლა ვიჯექი და მასთან ერთად ვტიროდი ხოლმე, კვირაში ერთხელ ექიმტან მიმყავდა როგორ შეიძლება არაფერი სჭირდეს ბავშვს და მასე ტიროდესთქო
რამდენჯერ ყოფილა სასოწარკვეთილებისაგან სანთელი ამინთია და ლოცვა დამიწყია, ლოცვის ბოლოს შემინიშნავს რომ დადუმდა ბავშვი და სანთელს ეღუღუნება და ხატებიდან წამოსულ ათინათებს უღიმოდა, მაგდუნიაზე ვიცოდი რომ ეს ნორმაა, ამ დროს უკვე მამამისმა გააკეთა აღმოჩენა, სახლში იყო მტელი დღეები და კვდებოდა ნერვიულობით ამდენს რატომ ტირისო, ის კი არა ექიმთან გვყავდა გეგმიურ შემოწმებაზე და რომ მოვედით გასკდა ღნავილით, მიმტკიცებდა რაღაც სჭირსო, მეთქი მოუხმე გონებას ნევროლოგს და პედიატრს ვანახეთ 20 წუთის წინ, რა ეტაკა გზაში ამისთანათქო
მაგრამ აი 3 თვის იყო რომ მოვნათლე და ნათლობაზე უკვე ისეთი მშვიდი იყო, რომ გადარია ყველა, რა მშვიდად მიიღო ყველაფერიო

მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე რომ პანიკამ არ აგიტანოს 2 შვილი მყავს და ხმაც ორივეს საოპერო აქვს და ორივემ გადამდგა, ვახუნა ღამე მაინც მეტ-ნაკლებად მშვიდად იყო და მაგდას დილის 5 საათამდე ხელით ვატარებდი ოთახებში მაქვს კილომეტრები გავლილი ასე წინ და უკან ბოდიალით
მოკლედ ცოტაც მოითმინეთ, სამწუხაროდ სხვა რეცეპტი არ არსებობს