რამდენჯერაც მუთაქა ბავშვს ვნახავ და მოვისმენ მისგან განებივრებული დედის "ბლატაობას":D
იმდენჯერ ჩემ შვილზე მეშლება ნერვები

ვარ ჩემთვის მშვიდად და უპრობლემოდ და რა უნდა ამ ხალხს,რას მერჩიან

მოკლედ, ეს შესავალი რას მიუძღვენი
უნდა ვიწუწუნო ანოს ძილზე
დამარიგეთ რაა მსგავსი რამ ვისაც დაემართა
უკვე მაწუხებს და მეშინია არ გაიმუდმოს და თაკოს მარიკოსავით საერთოდ არ აიკრძალოს ძილი
ე.ი პირველი ერთი თვე სულ ჩემ გულზე უნდოდა ძილი
სანამ ავიყვანდი და დავიწვენდი ცოტას წამოიტირებდახოლმე,მაქსიმუმ 5 წუთი და ეძინა მერე
მართალია მე ვფიხლობდი რადგან ხელში მეჭირა მაგრამ რომ დაიძინებდა ღრმად ვაწვენდი ისევ
თანდათან დაარეგულირა მერე და რომ შეიშმუშნებოდა ვაძლევდი მაშინვე ძუძუს და ფაქტიურად გაღვიძების გარეშე
შეჭამდა ერთი ორი წუთი და მზად იყო უკვე
მეც თითქმის ვერ ვგრძნობდი ამ წუთიერ გამოღვიძებებს და გამოფხიზლების გარეშე უპრობლემოდ ვიბრუნებდი ძილს
ხან 4 საათიან შუალედებსაც აკეთებდა და მე გამოძინებას ვასწრებდი ამ დროში
მესამე თვეში რომ იყო 5-6 საათიანი შუალედი გამიკეთა რამდენჯერმე და გავიხარე
მევთქვი მეშველა და ეგაამეთქი
ახლა,რაც უფრო იზრდება უფრო ურევს
გაიმუდმა უკვე ღამის 4 საათზე გაღვიძება
აღარც ძუძუ შველის,აღარც დარწევა,არც დატუქსვა და არაფერი
აღარ უნდა ძილი და გათიშე აბა ძალით როგორია

12-ისკე როგორციქნება რომ დაიძინებს საათნახევარში ან 2 საათში ისევ იღვიძებს
თავის საწოლში ან წყნარად მაინც ჩერდებოდეს
გადაგვთელავსხოლმე მე და მიშას

თხუნელასავით ბურღავს საწოლს და ჩვენ რომ უშლით კიდეებზე ხელს გვაფოფხდება ზედ,გვეჭიდავება .... უფ ძალიან ველურია მოკლედ

კი უძლებ და ვერ ვგრძნობ ჯერ ძილის ნაკლებობას
კარგ ენერგიაზე ვარ მთელი დღე და ღამეც გვიანობამდე მღვიძავს
თუმცა სერიოზულად მეფიქრება სულ ასე ხომ არ აპირებს გააგრძელოს

ძუძუ რომ გავიშრო ვთქვათ, რა გარანტია მაქვს, რომ გადააბავს ძილს მერე
ფაქტიურად, რომ იღვიძებს არ უნდა ჭამა,გიჟობა და მაიმუნობა უნდა
ვის მივმართო ეფექტური რეკომენდაციისთვის?
ნერვოლოგს???
ან იქნებ მსგავს საკითხში გამოცდილმა დედებმა დამარიგოთ?
სანამ გადაჯიშდა სულ