მარტო აღზრდა რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველაო - ხომ გაგიგონიათ, ჰოდააა ნამდვილად ასეა.... რამდენი მაგალითია ტკბილად და თბილად გაზრდილებს თავზე რომ დაუმხიათ მშობლებისთვის შენ ჩემთვის რა გაგიკეთებიაო და ეს ყველაზე ლაით შემთხვევებში ....
ზოგ ბავშვს კიდეც უხდება მკაცრად მოქცევა (აქ ცემას ჩალურჯებამდე არ ვგულისხმობ) ზოგს კი სითბო და ზედმეტად ყველაფრის უფლების მიცემა სამომავლოდ აზულუქებს და თავნებას ხდის.
მოკლედ აღზრდის სწორი რეცეპტი არ არსებობს ასე მგონია. ისიც მართალია რომ ზოგიერთი დედა თვითონაა გასაზრდელი.

დედა საკმაოდ მკაცრი მყავდა, წამოურტყია კიდეც მაგარმ აგრესია ნამდვილად არ გამჩენია და არც უზრდელი და თავხედი ვარ

მეც მინდა რომ არაფერი შემეშალოს, რა თქმა უნდა მინდა მეგობარიც ვიყო და ამასათან ავტორიტეტიც მქონდეს. ეჰჰჰ ძნელია დედობა რა
This post has been edited by nimfunia on 24 Jun 2011, 17:55