
მე მთლიანად მოყანყალე ვიყავი

რაღაც ჯანზე ვერ ვიყავი და მამაჩემმა წამიყვანა კოლეგებში, ვინც შემხედა
ყველამ სათითაოდ დიაგნოზი დამისვა, გვერდზე გაყავდათ მამაჩემი და შაქარი შეუმოწმეო, სისხლის ფორმულა არ ჰქონდეს არეულიო, ჰემოგლობინი აქვს საერთოდო?
მოკლედ საბოლოო ჯამში მოქნდა ვეგეტატიური ნევროზი (უძილობისაგან და გადაჭარბებული მეცადინეობისაგან+ოხრად ყავა) და ვენებზე ლაითი პრობლემა, მამაჩემმა ქეიფი მოაწყო რომ გაიგო არაფერი მჭირდა, კაცი ტიროდა სიხარულისაგან

თან საყვედურობდნენ სახლში ჰყავხარ ამისთანა ექიმი და ეს როგორ გამოგეპარაო, ლამის ხარაკირი გააკეთებინეს კაცს
აზრზე ხარ როგორ გამოვიყურებოდი?

ნუ კარგი ექიმის კარგი დანიშნულება და ერთ კვირაში ჩიტივით ვიყავი, ნუ კურსი კი იყო თვენახევრიანი, მაგრამ შედეგი ეგრევე დამეტყო