ninitiniროგორ არის შენი პაწაწუნა?

))
გოგოებო ჩემი პრობლემა უნდა დავწერო. მოკლედ, 2 დღის წინ ვიყავი პედიატრთან და აღმოჩნდა, რომ ტასოს მარტო 250 გრამი აქვს მომატებული
მყავდა ჰიპოალერგიულ კვებაზე ( ნუტრილონი I) მოკლედ პედიატრმა ნუტრილონ 2-ზე გადაიკვანე ჩვეულებრივზეო, ეტყობა ჰიპოალერგიული ნაკლებად კალორიული არისო.
და ნუ დამატებით დამიწერა ბოსტნეულის პიურე გაასინჯეო
საბოლოო ჯამში მიანც გადავწყვიტე დიეტოლოგთან მიმეყვანა. მივედით მაია სურვილაძესთან - ვინმემ ხომ არ იცით?
ხოდა მოკლედ ამ ქალმა გამომკითხა ყველაფერი ოსრულობიდან მოყოლებული, ბავშვის დაბადება და ბოლომდე.
და დანიშნა ასეთი კვება -
1. ისევ ნუტრილონი ჰიპოალერგიული + ნუტრილონი 2 ( ჩვეულებრივი ) ერთი კოვზი გაურიე თავიდანო და მერე ვნახოთ თუ რეაქცია არ ექნა დავუმატოთო
2. წიწიბურის ფაფა ( ეს მოსწონს ტასოს, მაგრამ თხელი, რომელსაც ბოთლით ჭამს. სქელს კოვზით რომ ვაჭმევ მიბჟირდება ისე ტირის

3. ყაბაყი გაასინჯეო, ჯერ მარტო ნახევარი კოვზი, მერე თუ არ ექნა რეაქცია კარტოფილიც დავამატოთო
4. ისევ ფაფა + ალუბალი დაბლენდერებული ან გარგარი მოთუშული და მერე დაბლენდერებული და მერე + სახლში დამზადებული ხაჭო 1 ჩაის კოვზი
5. ისევ ნუტრილონის რძე მარტო
და იმის გამო რომ ბავშვი თავის ნორმას არ ჭამს - ანუ 6 თვის 200 მილიგრამს უნდა ჭამდეს და ეს 160 ჭამს დამიმატა კიდევ ერთი კვება ნუტრილონი ანუ დღე-ღამეში 6 - ჯერ.
ხოდა ვერ ვხვდები ეს კვება სად გავჩხირო, ბავშვმა ძლივს დაიწყო ღამე ძილი და გავაღვიძო? თან ექიმმა ეს ისე ვქნათ რეჟიმი არ დავურღვიოთო და აბა როგორ? ისედაც 3,5 სთ-ში ერთხელ გადავიყვანე ჭამაზე 4-ის მაგივრად.
This post has been edited by Gogona_sterva on 10 Jul 2011, 16:19