მსგავსი არაფერი გამიგია აქამდე.......
უკვე 35 კვირის ვარ და ყველანაირად ვცდილობ, რომ რაც შეიძლება კარგი ორსულობა და მშობიარობა მქონდეს...
2 თვეზე მეტია უმარილო საჭმელს ვჭამ (მარილი არ ვარგაო მითხრეს. თუ უმარილოს შეჭამ კანი და კუნთებუ უფრო ელასტიური იქნება და ჩახევის და ჩაჭრის ნაკლები შანსი არისო).
ხო და მეც ვჭამ უმარილოს.....
აქამდე სულ ნაყოფის განვითარებით ვიყავი დაინტერესებული და თუ სადმეს რამე ეწერა ყველაფერს ვკითხულობდი. ბოლო ერთი კვირაა მშობიარობის შიშმა ამიტანა და ახლა მშობიარობის ნაირსახეობით და ავ-კარგიანობით დავინტერესდი.
ისევე როგორც ყველა ქალს, მეც მინდა რომ რაც შეიძლება ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე გავაჩინო. (განსაკუთრებულად ინსტრუმენტალური მშობიარობა მაშინებს).
ხო დააააა....... გუშინ აღმოვაჩინე :
"You can try to increase the elasticity of your perineal muscles by doing daily perineal massage starting when you are about 33 weeks pregnant. To do this, put some vitamin E oil or pure vegetable oil on your fingers and thumbs and around the entrance to your vagina. Place your thumbs about 3cm inside your vagina and press downward and sideways gently until you feel a slight tingling. Hold this stretch for about two minutes. Now gently massage the lower part of your vaginal canal back and forth for about three minutes."
გუშინვე გავვარდი და ვიყიდე ვიტამინ E ზეთი. -სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!
ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის ან უფრო ადრე რომ წამეკითხა, 2-3 კვირის წინ დავიწყებდი ამ მასაჯის გაკეთებას.
მოკლედ, დიდი იმედი მაქვს ვინმეს მაინც გამოადგება ეს რჩევა და თუ ვერ გაიგეთ რაშია საქმე (თუ ინგლისურთან ვერ მეგობრობთ)
შევეცდები გადავთარგმნო

მაშ ასეეეე,,,,,
მოკლედ ვიტყვი...
ბრიტანეთის ექიმები ამბობენ რომ არის შესაძლებელი ქალის სასქესო ორგანო უფრო ელასთიური გახდეს და ამით შემცირდეს მშობიარობის დროს ჩახევის ან ჩაჭრის ფაქტორი.
33 კვირის ორსულმა. ყოველდღიურად უნდა გაიკეთოს ვაგინას მასაჟი ვიტამინ E ზეთით ან ნებისმიერი მცენარეული ზეთით.
თითებზე დაიწვეთეთ ზეთი და ვაგინას გარშემო გაიკეთეთ მასაჟი 3 წუთის განმავლობაში.
შემდეგ 3სმ ზე შეყავით თითი და ოდნავ დააწექით ქვევით და შემდეგ გვერდებზე. ეს სულ 2-3 წუთი გრძელდება.
აუცილებლად წაისვით ზეთი და დაიმასაჟეთ ადგილი ვაგინასა და ყითა ნაწლავს შორის.
P.S. შევეცადე გასაგებად მეთარგმნა, რა თქმა უნდა ნათარგმნი სრულყოფილი არაა (არ ვარ ბატონო თარჯიმანი

), ვინმეს თუ შესწორების შეტანა, კომენტარი ან აზრის გამოთქმა უნდა-please, welcome....