NIANU_3ჩემსკენ კარგი სიახლეა, ჯერ არ მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ უკვე ვნახე ჩემი წერტილი...

ეხლა მოვყვები ჩემს ამბავს... მოკლედ მეც სულ ვშფოთავდი და ვნერვიულობდი, ადრე დავწერე კიდეც მოვიცდი სექტემბრამდე და წავალ სხვა ექიმთან თქო, მაგრამ ამ პერიოდშიც ისევ დაძაბული ვიყავი და სულ დღეებს ვითვილიდი, ხოდა შედეგად არაფერი. სადღაც აგვისტოში ძალიან გავბრაზდი, დავიკიდე მართლა ყველაფერი, წამლები გადავყარე (მადლობა ღმერთს არაფერი დამემართა, არადა ძლიერ წამლებს ვსვავდი) და მორჩა ნადვილად ვისვენე იანვრამდე არსად წამსველილი არ ვარ, უნდა დავისვენო თქო. ხოდა სექტემბერი ძალიან აქტიურად გავატარე, რთველში, ლაშქრობაშიც ვიყავი, არაფერს არ უფრთხილდებოდი, არ არანაირი ნიშანი არ მქონდა საერთოდ, ხოდა გავცივდი და უკვე ბოლო პერიოდი იყო, არ დავლიე წამალი, მეთქი მოდი შევამოწმებ მაინც და უფრო დამშვიდებულად დავლე წამალს თქო და საოცრება 50 თეთრიან ტესტზე უცებ მკრთალი მეორე ხაზი გაჩნდა... გავიქეცი მეუღლეს ვაჩვენენ და მანაც დაინახა. იმ დღესვე ვიყიდე სხვა ფრაო ტესტი და მეორე დღეს არც მჯეროდა გავიკეთე და დავტოვე, არც კი შემიხედავს... ხოდა მეუღლე შემოდის ოთახში ცოტა ხანში და მეუბნება მეორე ხაზი ჩანსო....

ავდექი და დილიდან ციტოში გავარდი, ჩემი სამსახურის გვერდით არის და სისხლის ანალიზმაც დადებითი მითხრა...

ასე ვრცლად იმიტომ დავწერე, რომ მართალი ყოფილა გოგოებო, როცა არ ელი მაშინ მოდის მართლა, ჩემი მეუღლეც გამომიტყდა ამ თვეში ყველაზე მეტად არ ველოდიო...

ათულიას პროგნოზიც გარამრთლდა მოეშვი და ნახე ამ წელში თუ არ მოვა შენთან წეროვო...