Pumpulaბუშტნამქერის დროს ნაყოფი არ ვითარდება არ აქვს თხემ კუდუსუნი და სართოდ ის არის ყურძნის მტევანის მსგავსი რომელსაც უხეშად რომ ვთქვათ ხორცის ბურთულები აქვს ასე რომ შენ არ გაქვს ეგ ბუშტნამქერი უბრალოდ ვერ იგებენ მორფოლოგები როცა ნაყოფი პატოლოგიის გარეშეა და ყველაზე მარტივ გამოსავლად მაგ დიაგნოზს წერენ, ნუგეშინია დამიჯერე ძალიან მალე ისევ ისეთი ბედნიერი იქნები
აი ეს შენ რომ უფრო მეტად დამშვიდეე
ბუშტნამქერი
რა იწვევს მას?
სამედიცინო სახელწოდება hydatidiform mole (hydatid -- ნიშნავს “წყლის დაღვრას”, - mole ნიშნავს “ლაქას ან ჩირქს”); ბუშტნამქერი შედარებით იშვიათია და ა.შ.შ.-ს მონაცემებით 1,500-2,000 ორსულიდან ერთს აღენიშნება. ბუშტნამქერის დროს ნორმალურ საშვილოსნოში, განაყოფიერების შემდეგ, ემბრიონის ნაცვლად რაღაც (პათოლოგიური) მასა ფორმირდება. ბუშტნამქერი არ გულისხმობს მზარდ ბავშვს, ეს უფრო პათოლოგიური პლაცენტას მსგავსი წარმონაქმნია.
ბუშტნამქერს ადგილი აქვს მაშინ როდესაც უჯრედები, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის ქორიონულ წამწამს (პატარა თითის მსგავსი გამონაშვერი, რომელიც პლაცენტას აერთებს საშვილოსნოს შრესთან) ნორმალურად არ ვითარდება. ამის სანაცვლოდ, სახეზეა ბუშტის მსგავსი, წყალწყალა გროვა, რომელსაც არ შეუძლია განვითარებად ემბრიონს დაეხმაროს. ბუშტნამქერის რისკი 40 წელს გადაცილებულ ქალებში მაღალია.
ბუშტნამქერის გამომწვევი მიზეზია სპერმის ქრომოსომული პრობლემები, რომელიც კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს, კვერცხუჯრედის პრობლემები ან ორივე ერთად. ბუშტნამქერი ორგავარია: სრული და ნაწილობრივი. სრული ბუშტნამქერის დროს საშვილოსნო ემბრიონის სანაცვლოდ ცარიელი პარკის მცირე გროვას შეიცავს. ნაწილობრივი ბუშტნამქერის დროს ემბრიონი პათოლოგიურად ყალიბდება და ჩვეულებრივ არ გადარჩება.
რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?
ბუშტნამქერის თითქმის ყველა შემთხვევაში ორსულობიდან 12 კვირისათვის სისხლდენა აღინიშნება. სხვა შესაძლებელი სიმპტომია საშვილოსნოს დიდი ზომა რომელიც აღნიშნული ორსულობის ვადას არ შეესაბამება.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ბუშტნამქერის უმეტესი შემთხვევა ორსულობის პირველ ტრიმესტრის განმავლობაში ვლინდება. ნორმალური ორსულობისაგან განსხვავებით, სისხლდენა და hCG-ს მაღალი დონე შესაძლებელია გამაფრთხილებელი სიმპტომები იყოს. ეს მდგომარეობა ექიმს კარნახობს მოუსმინოს ჩანასახის გულისცემას. თუ არაფერი არ ისმის, მაშინ ექიმს ბუშტნამქერზე უჩნდება ეჭვი. ულტრაბგერითი გამოკვლევით ექიმი ნახულობს, არის თუ არა საშვილოსნოში ნორმალური ჩანასახი.