გოგოებო გამარჯობა, მეც შემოვუერთდები ამ თემას, იმდენი კითხვა მიჩნდება, ბევრი სასარგებლო ინფო წავიკითხე ამ თემაში
მე 9 თვეა ვცდილობ დაორსულებას, მაქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, მეუღლის ანალიზები წესრიგშია, თათიასთან გავიკეთე სტიმულაცია,
პრიველ თვეს მარტო კლომიფენით, ფოლიკულები (2 ცალი) გაიზარდა მაგრამ მაინც ვერ დავორსულდი
მეორე თვეს ისევ კლომიფენით და 1 ნემსი ბრაველი გავიკეთე მაგრამ საერთოდ არ მქონდა დომინანტრი ფოლილულა
მესამე თვეა ეხლა, კლომიფენი დავლიე და ბრაველის 3 ნემსი გავიკეთე, ორი კიდევ უნდა გავიკეთო და ვნახოთ რა იქნება.
თათიამ მითხრა ამ თვეშიც თუ არაო მაშინ ლაპარასკოპიაზე გაგიშვებო.
გოგოები თქვენთან მაქვს რამდენიმე კითხვა:
პირველ თვეში ფოლიკულები რომ მქონდა განვითარებული, პრეგნილის ნემსიც გავიკეთე, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი რომ არ დავორსულდი? რაიმე ანალიზები არ არსებობს ოვულაცია მოხდა თუ არა რომ გავიგო, ან რატო არ მოხდა იმის დასადგენად?
თუ გაგიკეთებიათ ლაპარასკოპია? ვისთან? რა ჯდება? რთულია? ოპერაციის შემდეგ წოლა გიწევს? ტკივილები იცის? (მოკლედ რამდენი კითხვა მაქვს

)
შემდეგი მენზის მოსვლის ცდის და ტესტების კეთების ნერვები არ მაქვს და სისხლის ანალიზით რომელ დღეს შეიძლება რომ გაიგო ორსულად ხარ თუ არა? და კლომიფენის, ბრაველის და პრეგნილის ფონზე თუ არის სანდო ტესტი თუ შეიძლება ცრუ შედეგი აჩვენოს?
ყველას წარმატებებს გისურვებთ