მოგესალმებით ყველას

ძალიან სასიამოვნო და კარგი თემაა... ფორუმზე აქამდე ვერ ვიპოვე შესაფერისი თემა სადაც შემეძლო კითხვები დამესვა და აი დღეს მივაგენი.
აქამდე კითხვები გინეკოლოგებს, ენდოკრინოლოგებსო და ა.შ... ახლა კი ეს პოსტები რომ წავიკითხე ძალიან მესიამოვნა. ნამდვილად თბილი გარემოა, მადლობა თითოეულ თქვენგანს
ჰო, ახლა ჩემზეც მოვყვები 1-2 სიტყვით
შარშან ივლისში გავთხოვდი. 1 წელი, სიმართლე გითხრათ, გამალებულად თავს ვიცავდით (არაფერს არ ვსვამდი, მხოლოდ მექანიკური საშუალებებით

)
ახლა კი უკვე გვინდა ოჯახში ახალი წევრი. 1 თვეა უკვე ეს საკითხი ყველაზე წინა პლანზეა. წინა თვეში გადამიცდა 3-4 დღე და მერე მომივიდა, ამ თვეშიც 2 დღე, ჯერ არ მომსვლია... ანუ ციკლი ცოტათი ამერია, გინეკოლოგმა დუფასტონი დამინიშნა და თუ მოგივა უახლოესი 3-4 დღის გამნმავლობაში დალიეო, თუ არადა ტესტი გაიკეთე და მერე ჩემთანო
სანამ გავთხოვდებოდი და გათხოვების შემდეგაც გინეკოლოგთან დავდიოდი სისტემატურად... ვირუსები, ჰორმონები ყველაფერი წესრიგში მაქვს.... მეტიც, რომ ვუთხარი ვაპირებ უკვეთქო, პროლაქტინი გადამამოწმებინა...
ახლა კი ვნახოთ რა იქნება. უბრალოდ ერთია რო დაძაბული ვარ ხოლმე, მეშინია ვაი და ვიყო ორსულად და რამე ისე არ გავაკეთოთქო

ასე მგონია უნდა ვიგრძნო რაღაც პირველივე კვირიდან.
აქვე მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას და ბედნიერო დედობა

კეთილი იყოს ჩემი ფექი აქ!