ცუდ ხასიათზე მოვედი იუნონადან

ვერ მოვითმინე თათიამ სამშაბათამდე ეხოს არ გინდაო და დღეს იუნონაში მივედი დამოუკიდებლად.
სამი პრობლემა აღმომიჩინა:
1) ენდომეტრიუმი მაქვს 5.8 მე-5 კვირის ორსულისთვის მეც ვიცი რომ ძალიან ძალიან დაბალია რომც იყოს ნორმალური ორსულობა ძნელი იქნება შენარჩუნება
2) არც ნაყოფი გამოჩნდა საშვილოსნოში, მართალია არც საშვილოსნოს გარეთ მაგრამ დაპანიკდა თვითონ ექოსკოპისტი ექსტრა არ იყოსო
3) და კიდევ კაი მოზრდილი ცისტაც აღმომიჩინეს ერთ ერთ საკვერცხეში.
ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, სამშაბათამდე რა მოიცდის, ნეტა თათია რას მეტყვის. ნეტა მალე მაინც გაირკვეს ყველაფერი, ძაან დავიღალე