აჰათ, ინფორმაცია განსჯისათვის

: D (მეზობელ განყოფილებაში ვნახე).
ცოტა რამ სექსზე
სექსი, ისევე როგორც ძილი და კვება ადამიანის ვიტალური, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნილებაა. სწორედ ეს სამი რამ არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანის ნორმალური არსებობისთვის. დაუკმაყოფილებლობა ან პირიქით, ნებისმიერი მათგანის გადამეტება მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და საერთო მდგომარეობაზე. მთავარი ზომიერებაა…
სად არის ის ოქროს შუალედი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ჯანმრთელ და ბედნიერ არსებობას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დედა-ბუნებას მივმართოთ.
ცხოველებში სექსუალყრი კონტაქტის რაოდენობის და სიხშირის ბიოლოგიური მოთხოვნილება დამოკიდებულია რეპროდუქტიული ციკლის ხანგრძლიობაზე - ბუნებრივი პერიოდია ერთი ჩასახვიდან მეორემდე.
ეს არის დრო, რომელიც იხარჯება ორსულობაზე და ძუძუთი კვებაზე მდედრებში. რაც უფრო მოკლეა სიცოცხლის ხანგრძლიობა, მით უფრო ხანმოკლეა ბიოლოგიური არსების რეპროდუქციული ციკლი და მით უფრო მეტი სქესობრივი აქტი სჭირდება მას სიცოცხლის განმავლობაში. ამის ნათელი მაგალითია კურდღლები.
ადამიანი თავისი ბუნებით - ჰიპოსექსუალური არსებაა, მისი ბიოლოგიური მოთხოვნილება სექსუალურ კონტაქტზე შედარებით ნაკლებია. ჩვენი სიცოცხლე უფრო ხან- გრძლივია და ბუნებრივი - გათვალისწინებული ბუნებით - რეპროდუქციული ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ ოთხ წლამდეა.
ის შედგება ორი ეტაპისაგან: ცხრა თვე ქალი ორსულადაა და ამ დროს მას, როგორც წესი, სექსის მოთხოვნილება არა აქვს.
შემდეგ მოდის ძუძუთი კვების და ბავშვის მოვლის პერიოდი(2-4 წელი), რომლის დროსაც, ქალს აქვს დაქვეითებული სექსუალობა. სწორედ ამიტომ, ჩვენს წინაპრებში
არსებობდა წესი,რომელიც კრძალავდა სექსუალურ კონტაქტებს ორსულ და მეძუძურ დედებთან, ხოლო ზოგიერთ კულტურულ ტრადიციებში ქალის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შემოღებული იყო ჯგუფური ქორწინებები და პოლიგამია.
კვების პერიოდის დამთავრების შემდეგ, ქალს უბრუნდებოდა ფერტილობა (განაყოფიერების უნარი), და მასთან ერთად, სექსის სურვილი: მამკაცი მისთვის კვლავ სასურველი ხდებოდა.
თანამედროვე პირობებში, ცხოვრების ასეთი რითმი ძნელად მისაღწევია. ამავე დროს, პრობლემები სექსუალურ სფეროში პირდაპირპროპორციულია ბოლოგიური ნორმიდან გადახრის ხარისხთან. იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის ბიოლოგიური ნორმა, განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
ადამიანისთვის ბუნებრივი იყო, დაწოლილიყო დასაძინებლად მზის ჩასვლის შემდეგ და ამდგარიყო გამთენიისას.
მაგრამ ტექნიკური პროგრესის წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავიხანგრძლივოთ დღე ელექტროობის ხარჯზე და გადავაკეთოთ ბიოლოგიური საათი.
თუმცა, მუდმივი უძილობა ღამით, ადრე თუ გვიან გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და ორგანიზმის მუშაობის დარღვევას.
პრობლამები სექსუალურ სფეროში ხშირად წარმოიქმნება შედარებითი გარეგანი კეთილდღეობის ფონზე და ყოველთვის არ არის ნათელი მისი მიზეზები.
რატომ გრძნობს ზოგიერთი თავს შებოჭილად და დაუკმაყოფილებლად,ხოლო სხვები, პირიქით, სექსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ?
სად არის სათავე დაკომპლექსებულობისა და შესაფერისი პარტნიორის მოძებნის უუნარობისა?
პირველ რიგში, უნდა გავიგოთ და ვაღიაროთ, რომ ჰარმონიული და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის ადამიანს სულაც არ სჭირდება დიდი რაოდენობით სექსუალური კონტაქტი.
მუდმივი მოთხოვნილება გამოწვეულია უფრო მოუსვენარი ტვინის თამაშით.ეს შეიძლება შევადაროთ გასტრონომიული მრავალგვარობით გატაცებას. ჩვენ ბევრს ვჭამთ იმიტომ, რომ გვინდა ახალი შეგრძნებები და გემო, თუმცა ორგანიზმის ნორმალური მუშაობისათვის საკმარისია მცირე რაოდენობით საკვებიც.
სქესობრივი კონტაქტების ბუნებრივი სიხშირე, განპირობებული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებით, - არის სამ-ოთხ კვირაში ერთხელ.
ლაპარაკია მათზე, ვინც არ განიცდის სოციალური ნორმების წნეხს, ცხოვრობს ჰარმონიაში ბუნებასთან, ან ადამიანებზე, რომლებმაც დაძლიეს ტვინის მოუსვენრობა.
უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება არის სწორედ ტვინის დამშვიდების საშუალება. ლტოლვა დადებითი ემოციებისადმი ბადებს მოთხოვნილებას, მუდმივად იყოს შეყვარებულ მდგომარეობაში. აქტიური სექსუალური
ურთიერთობის მოთხოვნილების უკან შეიძლება იმალებოდეს ფსიქო-ემოციური პრობლემები. მაგალითად, ყურადღების და სითბოს უკმარისობა…
ხანდახან, სექსი არის თვითდამკვიდრების საშუალება. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ცხადია, რომ ფიზიოლოგია არაფერ შუაშია.
ჩვენ ყველა სოციალური არსებები ვართ, ეს კი ნიშნავს, რომ მეტნაკლებად მიდრეკილნი ვართ გარკვეული ცხოვრებისეული სტერეოტიპებისადმი. ზოგიერთისათვის ბიოლოგიური ნორმა მისაღებია, სხვებში შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი. ასე თუ ისე, სოციუმს მივყავართ სულ უფრო შორს სიცოცხლის ბუნებრივი რითმისგან და ამახინჯებს უშუალო ბუნებრივ აღქმას.
ყველაზე ნათლად ეს ტენდენცია გამოხატულია დასავლეთში, სადაც მოხმარების კულტურა ეხება სიცოცხლის ყველა სფეროს, სულიერი პრაქტიკის ჩათვლით. ამის მკაფიო მაგალითია ტანტრა: ეს ძველაღმოსავლური პრაქტიკა,რომელიც საქსუალურ ენერგიას გამოიყენებს სულიერი განვითარებისათვის, დასავლეთში გადაიქცა გამოყენებით ინსტრუმენტად, რომელიც ეხმარება პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრაში.
დასავლეთის ადამიანისთვის, ტრადიციების და აღზრდის მეთოდებში განსხვავების გამო, რთულია გაიგოს ასეთი პრაქტიკების ჭეშმარიტი არსი და გამოიყენოს ის ”დანიშნულების” მიხედვით...
ბარბარე გორგოშიძე
(ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი)
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!