sesililuდედაჩემმა 20 წლისამ იმშობიარა პირველზე
უფრო სწორედ მეორეზე
პირველი ტყუპი ძმა უთვეურები გაჩნდნენ და დაიღუპნენ
სიკვდილს გამოაცალეს დედაჩემი ხელიდან
გალურჯებული ეგდო თურმე უკვე და ბებიაჩემს აუტეხია კივილი
ექიმები ბავშვს ეჩალიჩებოდნენ და ვერცკი შეუმჩნევიათ
თან ადრე სად იყო ასე საკეისროები მოხშირებული
კვდებოდა თუ რჩებოდა ბუნებრივად უნდა ემშობიარათ
მთელი დღე გაუსაძლისი ტკივილებით იყო
მამაჩემი იხსენებსხოლმე
მთელი დღე ამის განწირულ ყვირილს უსმენდიო
მუხლებზე დახოხავდა უკვე ისეთ დღეში იყოვო
გამოსულა თურმე,ვეღარ აუტანია მისი ყვიილის მოსმენა
ლოცვა დაუწწყია,გადარჩნენ ოღონდაცო და გააჩინოს როგორმეო
და სულ ცოტა ხანში გამოვიდნენ კიდეც და ახარეს თურმე ბიჭის მამობა

თან დიდი დაიბადა ჩემი ძმა, 4 კილო იყო
დედაჩემი კიდევ ჩემზე გამხდარი და ნაზი

ახლა ვეკითხებიხოლმე ასეთი საშინელების მერე კიდევ როგორ გააჩინემეთქი ორი ბავშვი(არც შემდეგი მშობიარობები ჰქონია ადვილი)
მე მეტი აღარ მინდა

საკეისროს გავიკეთებმეთქი მეორეზე ვიძახი