გოგოებო, როგორ ხართ?
ჩვენ უკვე სხვა კონტინენტიდან გესალმებით. შეიძლება ითქვას რომ ასე კომფორტულად არასოდეს მიფრენია, თუმცა ამჯერადაც ეკონომ კლასით ვიფრინე.
ჯერ 2.5 საათი და მერე თითქმის 12 საათი ვისხედით თვითმფრინავში. გუშინ გავხდით ზუსტად 33 კვირის

ჩემი ცელქი გოგო შიგადაშიგ ახვანცალდებოდა მაგრამ ძირითადად იჯდა მიყუჩებული

კარგი გოგოა, მშობლები არ ანერვიულა

ფეხებიც არ დამსივებია საერთოდ.
ახლა ჩემი რჩევა ღიპიანებისთვის, ვინც ფრენას აპირებს:
1. დალიეთ ბევრი წყალი. მე ჩემი ქმრის წყალსაც ვსვამდი და, პრაქტიკულად, ყოველ მომენტში მქონდა. თუ მარტო მგზავრობთ, ან არ გყავთ კეთილი ქმრები (

), აუცილებლად მოითხოვეთ დამატებით.
2. ბევრი წყლის სმის შესაბამისად, ხშირად ივლით საპირფარეშოში და სიარულშიც ჩაგეთვლებათ.
3. ხშირად ადექით და გაიარ-გამოიარეთ (როცა მახსენდებოდა, ვდგებოდი და დავსეირნობდი აქეთ-იქით, ერთი ბოლოდან მეორისკენ და უკან)
4. დახურულ ფეხსაცმელს თუ იცვამთ, თან იქონიეთ ღიაც. მე მქონდა ოთახის ერთჯერად ჩუსტები და იმით ვმოძრაობდი თვითმფრინავში. ძალიან მოსახერხებელია, უცებ იცვამ, უცებ იხდი

5. მოერიდეთ ისეთ საჭმელს, რომელიც ძნელი გადასამუშავებელია ან გაზების დაგროვებას უწყობს ხელს.
6. დაბოლოს, ყველაზე მთავარი, არ ინერვიულოთ!!! მე ძალიან მშვიდად ავედი ორივე თვითმფრინავში და ბავშვი მგონი ვერც მიხვდა, ფაქტობრივად "დავაგოიმე"

ნერვიულობა ცუდის მეტს არაფერს მოგიტანთ. ბავშვსაც გადაედება და მერე ისევ თქვენ შეგაშინებთ.
მეტი არაფერი მახსენდება. ეს ყველა რჩევა მხოლოდ ჩემს გამოცდილებას ეყრდნობა, ექიმი არ ვარ. უბრალოდ, რაც მე გავაკეთე იმას გაცნობთ.
მოკლედ, ვინც აპირებთ, გისურვებთ ისეთივე მშვიდობიან ფრენას, როგორიც მე მქონდა