ნახალოვკის 1 სამშობიაროში ანუ ე.წ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრში ვიყავი და პირობები და ფასები გავიგე..
შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს ამიტომ აქაც დავწერ..
მე პირადად მანდ ვაპირებ მშობიარობას და 1 კატეგორიის პალატა ავირჩიე..

ფიზიოლოგიურად ვაპირებ, გაუტკივარების გარეშე..
პალატა "ლუქსი": ფიზიოლოგიური მშობიარობა 1015 ლარი (5 საწოლდღე)
საკეისრო კვეთა 1515 ლარი (8 საწოლდღე)
1 ადგილიანი ლუქსი ევრორემონტით, რბილი ავეჯით, ბავშვის და მელოგინის პირადი მოხმარების ნივთებით, გამოძახების სისტემით, ტელეფონით, ტელევიზორით და ა.შ შესაძლებელია მშობიარობაზე დასწრება და აქვს ნახვის საათები 16-დან 20სთ მდე.
პალატა "1 კატეგორია" ფიზიოლოგიური მშობიარობა 785 ლარი (4 საწოლდღე)
საკეისრო კვეთა 1125 ლარი (7 საწოლდღე)
2 ადგილიანი პალატა ევრორემონტით, რბილი ავეჯით, ბავშვის და მელოგინის პირადი მოხმარების ნივთებით, ტელეფონით, ტელევიზორით და ა.შ. შესაძლებელია მშობიარობაზე დასწრება და აქვს ნახვის საათები 16-დან 18სთ მდე..
პალატა "2 კატეგორია" ფიზიოლოგიური მშობიარობა 585 ლარი (4 საწოლდღე)
საკეისრო კვეთა 1125 ლარი (7 საწოლდღე)
პალატა არის 4-5 ადგილიანი, ექიმის არჩევის უფლება არ ააქვს, ასევე არ ააქვს ნახვის საათები..
______________________________________________________________________________
მშობიარობის გაუტკივარება პერიდურალური ანესთეზიით - 145 ლარი.
ინტრავენური ხანგრძლივი ანესთეზიით - 60 ლარი.
ყველა ღირებულებაში შეტანილია მელოგინის კვება, ახალშობილის პამპერსი და იურიდიული მომსახურება..
თანამშრომლობენ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან..