მოკლედ, დღეს ვიყავი ღუდუშაურში, შესასვლელში ბანკი აღარ არის, კონსულტაციის ექიმებიც სხვაგან გადაუყვანიათ, დერეფანში კი ვიღაც ქალი დგას და გამვლელ-გამომვლელს დასდევს, ვისთან და რატომ მიდიხარო... ექიმები ცოტათი დაფეთებულები არიან, როგორც შევატყვე და უკმაყოფილებას ჩუმად, მაგრამ მაინც გამოთქვამენ. კლინიკა შეუძენია ვინმე ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც ჩაჩავასა და იაშვილის კლინიკების მფლობელიცაა ამავდროულად. თუ არ ვცდები, კიდევ ერთი კლინიკა ეკუთვნის, მაგრამ ზუსტად რომელი, აღარ მახსოვს. ფასები ისევ იგივეა გამოკრული, მაგრამ ექიმთან ვიზიტი გაუხდიათ 25 ლარი.
----------------------------------------------------
ღუდუშაურის კლინიკა „ჩაჩავას სამშობიაროს“ დირექტორმა შეიძინა
„ღუდუშაურის კლინიკა“ ჩაჩავას სახელობის სამშობიაროს დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ შეიძინა.
ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე ადასტურებს, რომ კლინიკის ახალი მფლობელი ელგუჯა გოცირიძეა, თუმცა, მისი თქმით, სხვა დეტალები ახალი მფლობელის შესახებ მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ: ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე ღუდუშაურის ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მედმა” თითქმის 7 მილიონ ლარად შეიძინა.
http://commersant.ge/?id=5301 This post has been edited by WOMAN IN LOVE on 8 Dec 2011, 23:57