_siyvarulovna_როგორ მომენატრა შენი თეთრი დათვის ბელიი
და საერთოდაც ყველა მომენატრა ძალიან
მანახეთ რაა გოგოებო პატარები

რამე გეეჩვებოდა თუ შენც ჩემსავით გადამოწმების მიზნით წაიყვანე?
მე თან ნერვი მაქვს მოშლილი თუმცა გახარებულიც ვარ
დღეს ზაზა ხოტენაშვილთან მყავდა ანო მყვანილი ორთაჭალაში
რამდენჯერ ვთქვი სხვებს არ უნდა დაუგდომეთქი ყური მაგრამ, გადამეკიდნენ ცალი თვალი შიგნით შეაქვსო მომენტებში და მეც შემიჩნდა ეჭვი
ღმერთმა დაგვიფაროს,სიელმე არ განვითარდესმეთქი და დავფაცურდი ვისთან წამეყვანა არც ვიცოდი
კაპანაძესთან რომ მყავდა,ნერვოლოგთან 2 თვის წინ
მან მითხრა შეიძლება გადახვევები დასჭირდეს კიდევ მომიყვანე სექტემბერშიო
ხოდა ვიფიქრე ოფთალმოლოგს ვანახებმეთქი პირდაპირ
მივედით დღეს
ჯერ 11 საათზე ვიყავით ჩაწერილები და 12-ზე შევედით
ერთი ჩყიპინა სათამაშო გაუტარ- გამოუტარა ცხვირწინ
მერე შემახედა- ამაზე იძახი თვალს აპარებსო შიგნით
მე ვერ ვამჩნევ კარგად ამიტომ მერე ჩემს დასაც შეახედა
ამით დამთავრდა მთელი გასინჯვის პროცესი
როგორც უკვე წესად გამიხდა და ყველა ექიმი ასე მიშვებს
ხოტენაშვილმაც დაანებე ამ ბავშვს თავიო
ე.ი. ნორმალურად აქვს მეთქი ყველაფერი
ნორმალურად კიარა შესანიშნავადო და გამოგვიშვა
ფრენა ფრენით კი გამოვედი კაბინეტიდან
მაგრამ,ახლა ისევ ეჭვი შემიჩნდა ვის უნდა დაუჯერო უფრო კაპანაძეს თუ ხოტენაშვილს
კაპანაძესთანაც უნდა წავიყვანო ამ დღეებში და რას მეტყვის ორმაგად მაინტერესებს