nikmaik სწორი გადაწყვეტილებაა, საკუთარ გამოცდილებაზე გეტყვი, 40 კვირაზე გიო 4 კგ იყო, ცოტა ტკივილებით მივედი აი ისე რა , შუადღიდან ღამემდე სრულ გახსნამდე მივედი და უკვე სრულ გახსნაზე ვერ შემობრუნდა და ვერ ჩამოვიდა რომ წამოსულიყო ბავშვი, ბოლო წუთებამდე ყველანაირად მზად ვიყავი რომ ჩემით მემშობიარა მარა ბავშვი არ მოდიოდა, ადგილი არ ქონდა შემოსატრიალებლად. ვეღარ დაიცადეს ექიმებმა რისკიაო და საკესრო გაკეთდა სასწრაფოდ. სპინალური გაუტკივარებით.
წინა დღეებში ვწერდი აქ, რომ აუცილებელია საპინალურის შემდეგ 24 საათი იწვე , ნევრილოგმა ლეჩკომბინატში რუსუდან ახვლედიანმა მითხრა. ანუ 24 საათი არ ადგე და არც წამოჯდე, ეს ნევროლოგის რჩევაა, როდესაც დგებიან შემდგომ სასწაული თავის ტკივილები იცისო, თუ 24-სთ-ზე ადრე გითხრეს ადექიო უთხარი ნევროლოგმა მირჩია თქო წოლა და აღარ შეგეწინააღმდეგებიან. ანუ მაგრად აშავებენ ამას რომ არ ეუბნებიან მელოგინეს. მე ჩემით ვერ ავდექი, თორემ კი მითხრეს წამოდექიო საღამოს.
სპიანალურის შემდეგ კარგა ხანს გამყვა ანესტეზია, ნელნელა ალაგდება, არ შეგეშინდეს. წყალს აი ძალიან ცოტას მხოლოდ პირს ვისველებდი არ დამილევია, ოყნა მე ჩემით ვთხოვე სამშობიაროში აღარ აკეთებენ. რად გინდაო და მინდა გამიკეთეთ თქო, ვგრძნობდი რომ მაწუხებდა სავსე ნაწლავები.
* * *
გისურვებ წარმატებებს აბა შენ იცი, ყველაფერი კარგად იქნება, აზრზე რომ ხარ და არ იძინებ ამ სპინალურის დროს ყველაფრის საქმის კურსში ხარ როგორ მიდის ოპერაცია და პატარასაც ჩაგახუტებენ.

უფალი გფარავდეს!!!