ხალხნო მიშველეთ
სანდრო საწოლიდან გადმომიხტა
1 წლის ხდება და აქამდე არასდროს არაფრიდან
არ გადმომვარდნია, დღეს დილით კიდევ 5 წლის სიცოცხლე მომაკლო
ამ კასკადიორმა ბავშვმა
გაიღვიძა და საწოლში თამაშობდა სათამაშოებით, იჯდა თავისთვის,
მე ვიწექი. ცოტა ხანში მესმის: დედაააა, დამიძახა, გავხედე მიყურებდა და
გამიცინა, უცებ აიწია თითის წვერებზე, ვიფიქრე არ გადმოხტესთქო
და მოვემზადე ასადგომად, მაგრამ უცებ ახტა, ხელებითაც მიეხმარა და გადმოაგრდა/გადმოახტა
მოაჯირზე
ჰაერში ამოტრიალდა და ჯერ თავით დაეცა უკანა მხრიდან,
მერე ტანით, მაგრამ მეგონა კისერში გადატყდათქო, ვუყურებდი როგორ მოფრინავდა ამხელა სიმაღლიდან
და ვერ მივუსწარი... ავიყვანე ეგრევე იტირა, მაგრამ ძალიან არა, ვერც სიწითლე ვუპოვე,
არც კოპი აქვს, არაფერი არ გაჩხაპნია, 2 წუთში დამშვიდდა, ცრემლები მოიწმინდა და "დედუუუუჰჰჰ" დაიძახა მთელ ხმაზე.
მემგონი გადავრჩით, გული არ არევია, დავსვი და ეგრევე სწორად გაიარა, დაიწყო თამაში და კარგადაც ჭამა,
მაგრამ მე ახლაც ცუდად ვარ.
საქმე ის არის, რომ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვარ, რაში დავაწვინო არ ვიცი, მანეჟზე ცოცდება და
2-ჯერ გადავარჩინე გადმოვარდნას. სურამში გვქვონდა ასეთი ოლალას ტიპის საწოლი
http://www.google.ge/imgres?q=baby+furnitu...iw=1366&bih=655და იქიდანაც წკიპზე გადარჩა, რაღაცნაირად ცოცდება და მერე უკვე თავი თუ ამოწია ხტება
ერთი ვარიანტი მაქვს, მოვხსნა ეს ზედა მხარე და გადავუკეთო დიდი ბავშვის საწოლად, რომელიც დაბალია
მაგრამ მოაჯირების გარეშე, ეს კიდე ძილში გორავს და საწოლიდან ჩამოსვლა ჯერ ვერ ვასწავლე. თუ მივადგი
პუfები, იქნებ დაიჭიროს. აი არ ვიცი რა ვქნა. ახლა რო ძინავს ვზივარ და ვყარაულობ, 2 წუთი ვერ გავდივარ