AntigonepraviniaHektorinianimfunianiniko09nino_ninuciiiIa-forumzearazamდიდი მადლობა გოგოებო გამოხმაურებისთვის და ყურადღებისთვის:*
ცრუ განგაში ავტეხე იმ დღეს
მერე დამცინოდნენ 
ბავშვი იცინის და აბა მიდი ნერვოლოგს ანახეო

ჩვეულებრივ ხასიათზე გაიღვიძა ანომ 
რეაქციები,ხასიათი ყველაფერი კარგი ჰქონდა და აქვს

ადგილობრივ ნერვოლოგს ვანახე მაინც, თავის დაზღვევის მიზნით და იმანაც დამცინა
ბავშვი ისე არ გაიზრდება, რომ არ დაეცეს,თავი არ დაარტყას და ნერვოლოგთან სატარებელი ეს კიარა შენ გახდები ასე თუ განერვიულდი ყოველ ამის წაქცევაზეო

მართლა მე უფრო ვიყავი ნერვოლოგთან წასაყვანი ვიდრე ანო
კანკალმა რომ ამიტანა ისე მაძაგძაგებდა ხელიდან მივარდებოდა ლამის ბავშვი
გული რომ აერია მაგან გამიხეთქა გული თორე ზოგადად დაცემა არ იყო ძალიან საშინელი
სლავა ბოგუ ყველაფერი კარგად არის

გაირუჯა ანო,წყალზე გიჟდება, დიდ ტალღას რომ ხედავს კივის და კვდება სიცილით
ისე ფართხალებს წყალში ძლივს ვაკავებხოლმე
მოკლედ ძალიან კარგია აქ
სასიამოვნო ნიავია ყოველთვის სანაპიროზე
წამოსვლა აღარ მინდა თბილისში და ანოსაც მოუხდა აქაურობა
ჭამა დაიწყო ძლივს ცოტა
თორე მატებაზე აღარ გვაქვს ლაპარაკი მეორე თვეა მინუსებშია უკვე

არადა ზღვაზე წამოყვანის წინაც სისხლის და შარდის საერთო გავუკეთე ლიმბახში
გავასინჯე პედიატრს და ყველაფერი კარგად აქვს აბსოლიტურად
ცოტას წაიკმაკნება 4-6 კოვზს და კმაყოფილდება მაგით

არადა რისი ჭამაც ეკრძალება სულ იბრდღვნის ყველაფერს სანამ არ მივცემთ
ხილს ჭამს ყველანაირს ძალიან კარგად
ფაფები და სადილები არ მოსწონს
მოკლედ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა
რაც ამდენი ხანი არ დამიპოსტია ერთ პოსტში მოვაქციე სულ ყველაფერი
