arazamგილოცავ!! მშვიდობიანად გასულიყავი ბოლოში!  
 
 გოგოებო, რა მაინტერესებს იცით? აქ უკვე იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ  ეს "გოგოს მუცელი" და "ბიჭის მუცელი" მართლა რამე ლოგიკას ექვემდებარება?
იმდენმა მითხრა ბიჭის მუცელი გაქვსო რომ ცოტა არ იყოს, მიჭირს უკვე იგნორირება.  არადა, მე გოგოს ველოდები  
 
 ერთადერთი, ტანსაცმლის თავიდან ყიდვა მომიწევს თორემ სხვა პრობლემა არ მაქვს. რაც მაქვს იმაშიც ამოირჩევა ბიჭისთვის რაღაცეები, მაგრამ ძირითადად მომიწევს "გარდერობის" განახლება. 
საიდან მოდის ეს "გოგოს" და "ბიჭის" მუცლები  ვერ ვხვდები, ნუთუ მართლა დამოკიდებულია მუცლის ფორმა სქესზე? თუ ვინმეს რამე სამედიცინო არგუმენტი აქვს, იქნებ მეც გამანათლოთ.
გმადლობთ წინასწარ! 
ჩვენ გუშინ ეტლი მოგვიტანეს, ისეთი კარგია  

 (ისეთ ფერებშია, ბიჭსაც ჩავსვამ და გოგოსაც 

) ერთ თვეში გამოვცდი და შედეგს მოგახსენებთ  
