გილოცავთ ახალ თემას, ღიპუცებო!!!  
 
 მე ალბათ ამ თემიდან გადავინაცვლებ დედების კლუბში, უკვე ძალიან ცოტა დაგვრჩა. აი, ამხელები ვართ  

 :

დღეს ექიმი რომ მშობიარობის დაწყების ნიშნებზე მელაპარაკებოდა, მაშინ მივხვდი რომ ძალიან ახლოს ვარ იმ დიდ დღესთან! რა მაგარია!!!   
 
 შემდეგ პარასკევს(ზუსტად 1 კვირაში) დავნიშნე შემდეგი ვიზიტი და გამოსვლისას ექიმი მეკაიფა, საინტერესოა, პარასკევს ისევ ორსულს გნახავ თუ არაო  
 
 ვაიმე, რა მალე გავიდა დრო!
დღეს უნივერსიტეტშიც მეკაიფნენ, შენ კიდევ ამხელა ხარო?!  მე ვუთხარი კიდევ 2 კვირა მაინც ვაპირებ ამხელა ვიყო მეთქი.
მოკლედ, ყველა მეკაიფება, მე კიდევ დავდივარ უაზროდ გაღიმებული.  
 
 ყველას მშვიდობიან ორსულობას/მშობიარობას გისურვებთ, გოგოებო!  
