ტაკს, რაც შეეხება ჩემს აზრს.
კაკ რას რომ ჩემთვის საინტერესო თემაა, 3 დღეა სანდრო ცალკე გავიყვანე.
ძალიან დიდი არგუმენტია რა თქმა უნდა ის, თუ როგორ ძინავს ღამე ბავშვს. ჩემთვის მაგალითად ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა სხვა ოთახში სირბილი.
სულ რაღაც 2-3 თვეა რაც სანდრომ გადაბმული ძილი დაიწყო ღამე, მანამდე იღვიძებდა ხშირად, ხან დარწევა უნდოდა, ხან ფხიზლდებოდა, ხან სოსკა, ხან მოსკა, ხან ტრალი ხან ვალი. ცალკე ოთახი კი არა, ცალკე რომ გადმოვედით, საწოლი ცოტა შორს დავდგი და ადგომა მიწევდა, კინაღამ გავაფრინე. რაღაც პერიოდი დაჟე ლექსომ თოკი გამოაბა სანდროს საწოლის გისოსს და გვერდით მედო რო მდამერწია ხოლმე

მერე მივხვდი რომ ასე არ შემეძლო და მოვიდგი ისევ ახლოს

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად საკუთარ საწოლში რომ უწევთ ბავშვი, მაგრამ ალბათ ხშირად ისე ხდება რომ ბავშვზეა ეს დამოკიდებული და ზედმეტ ნერვიულობას და ღამისთევას ჯობს რაღაც პერიოდი დაიწვინო.
ამას იმიტომ ვამბობ რომ ხელში დაძინების წინააღმდეგიც ვიყავი მაგრამ რომ ჩავარდა ერთხელ პანიკაში და შემთხვევით ჩემს ხელში დაეძინა იმის მერე (4თვის იყო) აგერ 2 კვირის წინ დაიწყო თავისით დაძინება....
რომ ვფიქრობ ჩემი ბრალია თუ არა - არ ვიცი. ძალიან რთული ბავშვი იყო დაძინების მხრივ და ისე ნერვიულობდა რომ ბოლოს ვეღარ ვუძლებდი და ვიყვანდი, არ ვიცი სხვა რა უნდა მექნა.
ვფიქრობ რომ კარგ დროს გავიყვანე ახლა. წლის და 9თვის არის. ლაპარაკობს ყველაფერს და ესმის ყველაფერი. ჩამოყალიბებული ადამიანია. სანამ ავუხსნიდი, მე და ლექსო ვიდექით იქეთ და ვზომავდით და მოვიდა. ვუთხარი აქ შენი საწოლი უნდა დავგდათ და შენ იოთახი იქნებათქო და ისე გაუხარდა, 3 დღე ყველას უყვებოდა ჩემმა მამიკომ საწოლი უნდა დამიდგასო

უბრალოდ იქ ვზივარ სანამ დაიძინებს პუფზე და თვალებს ვხუჭავ, თავის თავს ეუბნება ხოლმე "დაიძინე, დედიკოს ძინავს, ალ წავა" : )) და იძინებს.
ღამე სულ ძინავს. დილით რომ იღვიზებს იძახის და გავდივარ. მალე ალბათ გამობაჯბაჯდება კიდეც : )))
მე თვითონ ფსიქოლოგიური მაქვს დამთავრებული და ვთვლი რომ კარგია ფსიქოლოგების რჩევები და საინტერესო, მაგრამ როცა დედა-შვილობას ეხება საკითხი - ყველაფერი ინდივიდუალური ხდება და ყველა დედა გრძნობს ასეთ მომენტს.
თოთო რომ იყო, სხვა ოთახში კი არა, დედაცემი რო გამომართმევდა, დაწექი დაიძინეო, მთელ ღამეებს რომ ვათენებდი და ფეხზე რო მეძინა - ვერ ვიძინებდი, ასე მეგონა ვერ მიხვდებოდა ვერავინ რა უნდოდა და ვერ იქნებოდა კარგად და 15 წუთი წრიალის მერე ვდგებოდი...
ერთი სული მაქვს სხვაგან როდის გადავალთ რომ წესიერი ოთახი გავუკეთო.
ახლა ლოჯსი შეტეხილი პონტი გვაქვს და იქ უდგას საწოლი და კარადა. სტიკერები გავუკარი შპალიერზე და ფაქტიურად კუთხე შევუქმენით.
სიბნელე არ უყვარს დიდად და იქვე სამზარეულოში დაბალი განათება მაქვს და ის მაქვს ღამე ჩართული...
ვაიმე რამდენი ვწერე
* * *
ხოდა სექსს რაც შეეხება, დაწერა აქ რამდენიმემ, მარტო საძინებელი ხომ არაა

დედაჩემის პაციენტმა 4 წლის ასაკში გაახილა თვალი და დახვდა დედ-მამა პოზაში.
ხოდა აუტყდა სიცილი და რა დროს ჭიდაობაა, მეძინებაო და დაიძინა

გამეცინა რომ მომიყვნენ მაგრამ წიხი უჟასია...
ტეხავს ალბათ ცალკე რომ არ ცხოვრობ და არ გაქვს რეალურად სიტუაცია, მაგრამ სთილლ....
This post has been edited by Tak on 15 Sep 2011, 00:32