საგონებელში ვარ

სანდროს მეორე დღეა სიცხე აქვს 37.5, წეღან აუვარდა 38.7-ზე,
მივეცი ნუროფენი და ეგრევე წამოვიდა ქვევით.
ექიმს ვაჩვენე დილით, ფილტვები ბრონხები სუფთა, ყელშიც
არაფერი ისეთი.
კბილმა ისევ ვერ ამოჭრა, ჩამოსდის ლორწკები უამრავი.
სამაგიეროდ გაჩნდა ერთი პრობლემა, კისერთან, თმები რომ მრთავდება,
ყურის ოდნავ უკან და ქვევით, ჯირკვალი აქვს შესივებული, გული გამისკდა რომ მითხრა.
მე ეჭვი მაქვს, ინფექციით გამოწვეულიაო, მაგრამ მაინც სისხლი გადავამოწმოთო,
ხვალ მიმყავს, დამიწერა ქალის კოორდინატები, ყველაზე კარგად ეს აკეთებსო და
ჩემი სახელით მიდიო და მერე ჩემთან ამოდით პასუხებითო.
ძალიან ვნერვიულობ

რამე სხვა არ იყოს მიზეზი. რა დაემართა ეს 1 თვე ვერ გავიგე,
ხან ცხვირიდან მოსდის, მერე ახველებს, მერე სიცხე, მერე თავიდან, ჩახედავ ყელში - არაფერი
მოუსმენ ფილტვებს - არაფერი. ვერ გავიგე რა.
1 წლამდე ბავშვმა გაცივება რა იყო არ იცოდა და ახლა რაღაც ჭირს აშკარად, ან ამ კბილებმა
დაუსუსტა იმუნიტეტი.
ვინმეს თუ გქონდათ მსგავსი შემთხვევა მომწერეთ რა
მეტა: ლილუ, kozet, elizaveta