მეც დავწერ მოგონებებს.

ასე ვთქვათ ცუდი ორსულობა მქონდა, მე კი არ მაწუხებდა საერთოდ არაფერი მარა წნევების გამო სადაც კი მივიდოდი ყველა მაპანიკებდა. ბოლოს რომ მივედი ექიმთან შემიშვა თერაპევტთან და ამ თერაპევტმა უნდა დაწვეო, ან ხელი მომიწერე თუ არ დაწვებიო. ნუ რა თქმა უნდა არ დავწექი. მაინც არ ვთვლიდი საგანგაშოდ. ჩემმა ექიმმა მაშინ სასწრაფოდ ნახე მეანი და ან გამშობიარებს ან თვითონ რასაც ჩათვლის საჭიროდ ისე გააკეთეთო. დედამთილის რჩევით მივედით დავარაშვილთან და მერე დედამთილისვე რჩევით ნანა დოლიძესთან.

ამ ნანამ გამსინჯა და თით ნახევარზე ხარ უკვე და ადვილად იმშობიარებ ამ დღეებშიო. რა თქმა უნდა მაგრად გამეხარდა. მარა ამ ქალმა მაინც მოითხოვა შარდის ანალიზი და კოაგულოგრამა. გავიკეთე და აღმოჩნდა რომ შარდში იყო 4.95% ცილა. გაგიჟდა ქალი სასწრაფოდ წადი მრავალპროფილიანშიო. ჩაჩავაში წავედით მარა ჩვენ ვერ მიგიღებთ საჭირო ხალხი არ გვყავსო. მომიწია იმ "ავად სახსენებელ" ღუდუშაურში წასვლა.

ცოცხალი თავით არ მინდოდა მანდ მისვლა, მთელი 5 საათი ვტიროდი მგონი, მარა ჩემი ქმრის ნათესავი მუშაობდა თურმე მანდ ადრე და დავურეკეთ მაგას. ეგრევე მოვიდა, ყველა თან გადაგვყვა ეს გოგო რომ დაინახეს და მეც ცოტა დავწყნარდი. მერე შემიყვანეს პათოლოგიის განყოფილებაში, დამიდგეს მაგნეზია წნევების დასაწევად. ამ დროს მოვიდა შორენა ექიმი, წამოდი გაგსინჯოო, გამსინჯა მაგანაც, ხვალამდე გამშობიარებ თუ გინდაო მარა მე საკეისრო მოვითხოვე. გავიდა 1 საათი ალბათ და წამიყვანეს სამშობიარო ბლოკში, დამახვიეს ბინტები, დამიდგეს მეორე კათეტერი, ჩამაცვეს რაღაც ხალათი და შემიყვანეს საოპერაციოში. ისე ავნერვიულდი სულ ვკანკალებდი. ეს ახლობელი გოგოც თან მახლდა. მერე გამიკეთეს ეპიდურალური თუ რაც ქვია და ამაფარეს წინ ნაჭერი. 15 წუთიც არ იყო მგონი გასული რომ გავიგე საშინელი ჩხავილი მთელი ხმით გაკიოდა ჩემი პაწაწუნა.

22:12 იყო. ერთი წამით შემახედეს და გაიყვანეს. რეაქცია არ მქონია. თან ვერც დავინახე როგორი იყო.

მერე კაი ხანი მკერავდნენ, 2 საათი კიდე სამშობიარო ბლოკში ვიყავი სადაც იმ ახლობელმა გოგომ ვიდეო მანახა როგორ მჭრიდნენ და ბავშვი როგორ ამოყავდათ, მერე ბავშვსაც გადაუღო ვიდეო და ეგეც მანახა. ბოლოს 3 საათისკენ შემიყვანეს პალატაში. დაგვიძახე თუ აგტკივდებაო მარა ისე არ მტკიოდა და გამაყუჩებელი არ გავაკეთებინე და მთელი ღამე ვერ დავიძინე კიდეც. მეორე დღეს წამომაყენეს. ცოტა გამიჭირდა იმიტომ რომ მუცელი დამრჩა ძაან დიდი და მქაჩავდა დაბლა. მთელი დღე ქმარს ვწერდი მოდი და ბავშვი მოაყვანინე არ მანახებენ მეთქი მარა სანამ ნახვის საათები მოვიდოდა შემომიყვანეს და იმის მერე აღარც გაუყვანიათ. იმ ღამეს თვითონ აჭამეს საჭმელი და დანარჩენი 3 ღამე სულ მე მიწევდა, ხელოვნურზე იყო მაგნეზია რომ მედგა მაგიტომ. მარა ძაან წყნარი აღმოჩნდა კიდევ კარგი.

ხო ეგ 5 დღე სულ ვფიქრობდი რა კარგი ყოფილა ეს ღუდუშაური ტყუილად მეშინოდა მეთქი.

მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ძაან ბედნიერი ვარ. გამოფხეკას თუ არ ჩავთვლით რომელზეც ეხლა ვნერვიულობ.

ცოტა უემოციოო მარა მართლა ვერაფერი ვიგრძენი დაბადების მომენტში.

))) ფიზიოლოგიურზე სხვანაირად იქნებოდა დარწმუნებული ვარ, მარა შემეშინდა.
"Yesterday is History, Tomorrow a Mystery, but Today is a Gift, Thats why it's called the Present."
-
"No matter how the wind howls, the mountain can not bow to it!"