მოვედი : )
ჩემმა ქმარმა დაწერე ბოლოსდაბოლოსო : D
25 მარტი რომ თენდებოდა, სადღაც 5:30 ზე გამაღვიძა ტკივილმა. ძაან უმნიშვნელო იყო ოღონდ მაგრამ რაღაცნაირად გულმა მიგრძნო რომ ეს ის იყოო : ) ჩავრთე ლეპტოპი რომ დრო გავიყვანო და დავთვალე ინტერვალები. არეული იყო, 7, 8, 10 წუთი. თან ვფიქრობ რატომაც არა უკვე ხო არის დრო გამობრძანდეს ეს ქალბატონი თქო. ცოტა ვიფაცურე და ჩემს ქმარს გაეღვიძა : ) მეთქი მგონი დაიწყო, საწყალი 2 კვირაა ელოდება ღამით როდის გავაღვიძებდი : D : D შევედი მივიღე ცხელი შხაპი, მოვწესრიგდი და წავედით : ) მომეხსნა ყველანაირი ნერვიულობა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ცრუ განგაში არ ყოფილიყო და მენახა ბუსუსა მალე : )
მივედით, კაციშვილი არ ჩანდა გაგუაში, გააღვიძეს მორიგე ექიმი. გამსინჯა. 1 თითზე ხარო მაგრამ ცრუ განგაში არააო, რადგან ტკივილი რომ მივლიდა მუცელი იჭიმებოდა. ეს არ ვიცოდი ასე რომ უნდა ყოფილიყო, ნუ არც მიფიქრია სახლში წასვლა მეთქი დავრჩები.
შემიყვანეს ოთახში რომელიც სულაც არ გავდა პალატას, იყო ძაან მყუდრო გარემო. მხოლოდ ობობა დადიოდა კედელზე

ვერ ვიტან მწერებს ხოდა მივაჭყლიტე კედელს
ამასობაში ტკივილები მიძლიერდება, ინტერვალები მცირედით შემცირდა, ნუ არაფერი ისეთი, აბსპოლუტურად ასატანი იყო, ღრმად ვსუნთქავდი, თითებით ვიმასაჟებდი წელს და მალე გადიოდა.
მოვიდა ბარკალაია, გამსინჯა 3 თითზე ხარო, ვაა მეთქი მაგრია და მალე დამეწყებათქოო, ჯერ არაო. აი ამ დროს წავიდა იმაზე ფიქრი გამეკეთებინა თუ არა გაუტკივარება. შემოუშვეს ნიკა (ჩემი ქმარი) როგორც იქნა, მიხაროდა რომ იქ იყო, თან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა თუ არა გაუტკივარება. ბოლოს დავუძახეთ გაგვიკეთეთქო. მოვიდა ქალი ვიღაცა და დამიმუშავა. მერე მოვიდა ანესთეზიოლოგი, ვინ იყო არ ვიცი მაგრამ ძაან კარგი ვიღაც იყო : ) მომთმენი, რაღაცნაირი თითქოს ყველა იმ ქალის მდგომარეობაში შედის ვინც მშიობიარობს და შენ მისთვის მორიგი ორსული არ ხარ. ამიხსნა რაღაცეები რასაც აკეთებდა, ხოდა კათეტერი რრომ ჩადგა ნიკას ვეუბნები, საყვარელო ეხლა ძაან დიდ რაღაცას დაინახავ და არ შეგეშინდეს თორე სახეზე შეგატყობ და მეც შემეშინდებათქო

გოგოებისგან ვიცოდი რაღაცა დიდ შპრიცზე თუ რაღაც მაგრამ არასდროს ამომიქექია მაგაზე ინფო რომ არ შემშინებოდა. ხოდა არც იქ მითქვამს მანახეთ რას მიკეთებთთქო. ხოდა ჩემი ქმარი გაფრთხილების მიუხედავად რაღაცას ისე შეხედა მივხვდი არ მოეწონა მაგრამ ნუ კარგი გავიარეთ

პროცესი იყო უმტკივნეულო, ერთადერთი რაც არ მომეწონსა ეს ის იყო როცა ნერვთან გაიარა ამ დროს ფეხი შეკრთა თავისით ორჯერ, და რაგდანაც მსგავს რაღაცაზე არავინ გამაფრთხილა დავიზმენდი და ხელი უცებ ზურგისკენ წავიღე რაც არ შეიძლებოდა. მოკლედ ჩემი რჩევაა ეპიდრალურის დროს რა პოზასაც მიიღებთ იმ პოზაში გაიყინეთ, რაც არ უნდა იგრძნოთ არ გაინძრეთ პროცესის დასრულებამდე.
თვითონ გაუტკივარების შეყვანა იყო ჯერ სიცივე ზურგში, მერე ფეხების დაბუჟება, მერე თერმო რეგულაციის არევა, ხან მციოდა ხან მცხელოდა.
ამასობაში მაგარი ღადაობაა, დამეწყო ჭინთვები, ოღონდ ჯერ მსუბუქი, ხოდა ბებიაქალს რომ ვუთხარი არაო შენ ალბათ ბოლომდე არ გაგიყუჩდაო, არადა აშკარად ჭინთვა იყო მაგრამ ნუ მეტქი კარგი ამატმა უკეთ იციანთქო. მერე დამიმატეს გამაყუჩებელი რაც უკვე შეცდომა იყო არდგან ამან გაწელა ჩემი ჭინთვები. დამატებისთანავე გამსინჯეს და სრული გახსნა იყო. როცა რეგულარულად დაიწყო ჭინთვები ვერ ვგრძნობდი კარგათ რას ვაკეთებდი, იმას კი ვგრძნობდი რომ რაღაც საოცრად დიდი გამეჭედა. ეს ბოლო რაღაც საშინელი შეგრძნებაა, თითქოს უკანა ტანში გაქვს რაღაც უზარმაზარი და მოდის და ატან ვერ მოდის.
მოკლედ ამიხსნეს რა მექნა მაგრამ სანამ გავიაზრე, მაინც არასწორად ვაკეთებდი რაღაცეეებს, ძაან დაღლილი ვიყავი, ძლივს ვიჭინთებოდი და ყოველი ჭინთვის მერე ამოსუნთქვასთან ერთად გულის წასვლას ვგრძნობდი და მაგ დროს როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა ერთი წყუთი მაინც დასასვენებლად მეანი ისევ გაჭიჭინთეო მეუბნებოდა. საერთოდ ვერ ვგრძნობდი ძალას, ეხლაც მიკვირს როგორ მოვახეერხე, ნიკა ხელებს ისველებდა ცივი წყლით და სახეზე და კისერზე მადებდა. ეს ისეთი შვება იყო ვერ ავღწერ. მოკლედ ჩემი ჭინთვა გაიწელა 1 საათზე ბოლოს ნიკა მეჩურჩულებოდა რომ პატარასაც ეშინია, რომ ისე ჩემსავით ცუდადაა და მე ძლიერი უნდა ვიყო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძაან დამეხმარა. ბოლო რამდენიმე ჭინთვის დროს ვფიქრობდი ოღონდ დამთავრდეს და ყველაფერს ვიზამთქო და მართლაც უცებ გამოსრიალდა პაწუკა, ეს ისეთი შვებაა ვერ გადმოვცემ. დამიწვინეს გულზე პაწუკა

თავიდან ვერ გავიგე ტირილი თუმცა ვგრძნობდი რომ თრთოდა და ვიცოდი ყველაფერი კარგად იყო წინააღმდეგ შემთხვევაში გულზე არ დამიწვენდნენ, ხოდა აი გავიგე ეს სანატრელი ხმა, მინაზებული, როგორიც თვითონაა ისეთივე ნაზი ტირილი ქონა

თავიდან ლურჯი იყო კიდევ კარგი ვიცოდი ეს, თორემ შემეშინდებოდა. დამაფსა ტანზე თავისი თბილი ფიშებით

ვიტირე თუ არა არ მახსოვს, არც ის მახსოვს ბედნიერი ვიყავი თუ არა.
მერე დაიწყო პლაცენტის გამოძევება, ვიჭინთე არ გამოვიდა მერე ხელით მაწვებოდნენ არ გამოვიდა, მოიყვანეს ვიღაც ქალი, სასწრაფოდ გადააკეთეს საწოლი გინეკოლოგის სკამად. დამიმატეს ეპიდრალური და არავინ არ მეუბნება რა ხდება, თურმე პლაცენტა იყო დამახინჯებული თუ შეხორცებული და ხელით უნდა გამოეღოთ. მთელი გაგუა ავიკელი კივილით, რაღაც საშინელება იყო ეს ხელების ფათური მუცელში დდა საშვილოსნოში, ბავშვი გავაყვანინე მეთქი არ გადმომივარდეს. ეპიდრალურმა ვერ მოასწრო გაყუჩება და ყველაფერი ვიგრძენი, საშინელება იყო, მშობიარობა არაფერი იყო მაგასთან შედარებით. ყოველშემთხვევასი ჩემთვის.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მომწონს ფიზიოლოგიოური მშობიარობა, და მეშინია საკეისროსი და ალბათ შეემდეგსაც ფიზიოლოგიურად გავაჩენ.
არ მქონდა არცერთი ჩახევა და შესაბამისად არც ნაკერი, ჩემი მეანისთვის რომ გეკითხა უადვილესი მშობიარობა მქონდა
ბლოკის 2 საათიანი წოლის დროს მომიყვანეს ბავშვი და დამიწვინეს მაგრამ შემეშინდა არ ვიცდოი რა უნდა მექნდა და გავაყვანინე მალევე, თან ჯერ კიდევ შოკი მქონდა და ვტიროდი სულ.
მაგრამ ეს დღე მაინც ჩემთვის უსაყვარლესი და უტკბილესა : )
This post has been edited by eleven on 31 Mar 2012, 23:24