თუ მოვასწარი დავერ ჩემს მოგონებებსაც :
მოკლედ, 14 აპრილს გავხდი ზუსტად 35 კვირის და ბოლოჯერ მივედი სამსახურში,მერე უკვე შვებულება მეწყებოდა,ვიმუშავე პატიოსნად და წავედი ჩემებთან,რადგან აღდგომა იყო მეორე დღეს ვიფიქრე იქ დავრჩები,ბევრს პასკას შევჭამ თქო

მისვლიდან დაახლოებით 1.5 სთ-ში უცნაურობები დამეწყო,ყოველ წამოდგომაზე და გავლაზე თითქოს შეუკავებლობა მჭირდა ისეთი შეგრძნება იყო,რა თქმა უნდა ვერც დავუშვი რომ წყლებს ვღვრიდი იმიტომ რომ ასეთი ვადა იყო და თან არანაირი საშიშროება ნაადრევი მშობიარობის არ მქონია,პირიქით,ძალიან კარგი ორსულობა მქონდა. მოკლედ ესე 10 ჯერ რომ შევედი ტუალეტში ი მერე კი უკვე გადავხარშე რომ წყლების დაღვრა დავიწყე და დავურეკე გაგუას. ეხლავე გაქანდი და მორიგე ექიმი გაგსინჯავსო,მივედი და დამხვდა ის ექიმი რომელისაც ყველაზე უფრო მეშინოდა (აქ ხშირად წერეთ ხოლმე ერთ დიდხელება უზარმაზარ ექიმზე

)მოკლედ, გამსინჯა (მეტკინა,მაგრამ არ მოვმკვდარვარ

) და არც ერთ თითზე არ ვიყავი გახსნილი.გადარეკა დათოსთან და გადაწყდა სასწრაფოდ დამაჩქარებლის გაკეთება,თუ არ იმოქმედებდა ეს,მერე უკვე საკეისრო. 8-ის ნახევარზე მივედი და ესე 9სთ-მდე ელოდნენ იქნებ თავისით დამწყებოდა,ბოლოს დამიყენეს წვეთოვანი. 9:30-ზე დამეწყო მოვლითი ტკივილები 15 წთ-ში ერთხელ და ვარ არხეინად,იმიტომ რომ ძალიან ასატანი ტკივილებია და მგონია რომ ამით შემოიფარგლება ყველაფერი

ცოტა ხანში ტკივილიც გაძლიერდა და შუალედებიც შემცირდა,ბოლოს უკვე 3 წთ-ში ერთხელ რომ მივლიდა კიდევ ერთხელ გამსინჯა უკვე დათომ (საერთო ჯამში 4-5 ჯერ გამსინჯეს ხელით)და გახსნა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. აი აქედან დაიწყო მართლა საშინელი ტკივილები რომელიც დაახლოებით 4 სთ გრელდებოდა. გაუტკივარების შანსი არ იყო სანამ მინიმუმ 2 თითზე არ გავიხსნებოდი. არადა არ დგებოდა ეს ნანატრი 2 თითი,ბავშვის გულისცემასაც ყოველ წუთს ამოწმებდნენ .ბოლოს უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი,მაგრამ საბედნიეროდ მალევე გამიკეთეს გაუტკივარება და მაგის მერე უკვე აღარაფერი მიგრძვნია უშუალოდ მშობიარობამდე. თვითონ გაუტკივარება,როგორც აქ ბევრჯერ ითქვა უმტკივნეულო პროცესია,უბრალოდ გაუნძრევლად უნდა იჯდე რამდენიმე წუთი,რაც ცოტა რთულია,იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება მოვლითი ტკივილი დაგეწყოს და მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ არ გაინძრე. როგორც კი კათეტერი ჩამიდგეს და წამალი გაუშვეს მაშინვე ვიგრძენი როგორ თბებოდა ჩემი სხეული და ბუჟდებოდა,ძალიან მაგარი შეგრძნებაა,ამის მერე დაძინებაც კი მოვახერხე და ენერგიის აღდგენა. 2 ჯერ დამიმატეს წამალი ამასობაში და ბოლოს უკვე სრულ განცხრომაში რომ ვიყავი მაშინ უცებ გაიხსნა ყელი და ვიგრძენი როგორ წამოვიდა ბავშვი,შემოვიდა დათო და დავიწყე გაჭინთვა,ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერში დავუჯერე,ვიჭინთებოდი ისე როგორც მეუბნებოდა,შესაბამისად ნახეთქიც კი არ მაქვს. შეგრძნება არის უცნაური,გგონია რომ სწორ ნაწლავში გაქვს უზარმაზარი რაღაც გაჩხერილი,სხვას ვერაფერს გრძნობ და გგონია რომ კუჭში გადიხარ. მოკლედ 5-6 ჭინთვაში გამოძვრა დემეტრე 2.400 კგ და 46 სმ.სულ ლურჯი და ცაპაჭუნებული თვალით,რომ გამოიყვანეს ცალ თვალს ვერ ახელდა და იყო ესე ჩაპაჭუნებული

ეს ისეთი შეგრძნებაა რასაც მართლა ვერ აღწერ სიტყვით.გულზე რომ დამაწვინეს ჩემი პააატარა სულ პატარა შვილი ცრემლები წამსკდა,მინდოდა მაგრად ჩავხუტებოდი და არ გამეშვა. ვტიროდი და ვიცინოდი ერთდროულად.

მერე კი ეგრევე გააქანეს შესამოწმებლად და მეორე დღემდე ვეღარ ვნახე იმიტომ რომ ინკუპატორში იწვა და წვეთოვანები ეყენა.ისეთი ცუდი შეგრძნებაა ყველა შენს ირგვლივ თავის პატარას რომ ეხუტება და გულში ყავს ჩაკრული,შენ კიდევ მხოლოდ შორიდან შეგიძლია უყურო და ისიც რამდენიმე წუთით. ღვთის მადლით სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა დემეტრეს გარდა იმისა რომ საკვებს ვერ ინელებდა თავიდან,მაგრამ მერე ძუძუ მივეცი და ყველაფერი დალაგდა.
რადგან დღენაკლული იყო ამიტომ 1 დღით მეტი დაგვტოვეს და გამოგვწერეს გუშინწინ. გაგუას კლინიკით ვარ ძალიან კმაყოფილი,რასაც მერე ცალკე დავწერ.
* * *
This post has been edited by sapple on 20 Apr 2012, 13:58