რამდენი ხანია მინდოდა დაეწერა მაგრამ ნაკერების გამო ვერ ვჯდებოდი და შესაბამისად აქამდე გადამედო

(წინასწარ ბოდიში თუ ცოტა დიდი მოგონება გამომივა)
მაშ ასე:
თაიას მაისის დასაწყისში ველოდებოდით, მშობიარობა კი თითქმის 2 კვირით ადრე დამეწყო. 38 კვირის და 3 დღის ვიყავი. ალბათ ამის გამო იყო რომ ბევრი სახალისო ფაქტი დამემთხვა.
22 მაისს ღიპუცების შეხვედრაზე გემრიელად მივირთვი პილმენი, მერე დეიდას გავუარე და იმან ისე გაქვს მუცელი აბზეკილი უეჭველი სამი კვირა მაინც არ გააჩეენო

ხოდა მეგონა თავი ქუდში მქონდა

თუმცა ღამის 5 საათზე გამეღვიძა და ვიგრძენი რომ ძალიან მინდოდა იქ სადაც მეფეებიც თავის ფეხით დადიან, ხოდა წამოვდექი თუ არა დავღვარე წყლები,. პირველი რაც გავიფიქრე- აუ რა მაგარია კოკარნიტის გაკეთება აღარ მომიწევს და მშობლების კლუბში გავააჩუქებ- მეთქი

ორსულობის პირველივე დღიდან ძალიან მინდოდა ბუნებრივად გამეჩინა და არ მეშინოდა საერთოდ, ამიტომ ძალიან წყნარად დავურეკე ექიმს და იმან თუ აგტკივდა წადი სამშობიაროში თუ არადა 10 საათზე მოვალ დილით და მაშინ გაგსინჯავო. მეც მეტი რა მინდოდა დავჯექი და მშვიდად დავიწყე ქარგვა

(ხევსურული ფორმის ბოლო დეტალები მქონდა დარჩენილი). ბოლოს როგორც იქნა მოვრჩი და ჩავედით ქვევით ტაქსის დასაჭერად, ტაქსისტისთვის არ გვითქვამს რომ ვმშობიარობდი, გზაში ექიმმა დამირეკა და შემთხვევით გაიგო კინაღამ გადაირია. მე და ჩემ ქმარს არ გვინერვიულია ერთად იმდენი რამდენიც იმ კაცმა
მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან მსუბუქი ტკივილები მქონდა და მეგონა რომ ჯერ გახსნა არ იქნებოდა დაწეყებული და უკან გამომაბრუნებდნენ, მაგრამ ექიმმა რომ გამსინჯა უკვე 2.5 ვიყავი გახსნილი და აღარ გამომიშვა. დაახლოებით 11 საათზე უკვე 3 თითზე ვიყავი, თორმეტი საათისთვის დამეწყო ძლიერი ტკივილები, სულ მეგონა რომ არ ვიყვირებდი ამ დროს მაგრამ ერთი ორი გემრიელად შევყვირე

ბავშვის თავი ზევითაა ჯერ და 3-4 საათი ვერ გააჩენო მითხრეს, ამიტომ ვენური ანესთეზია გავიკეთე. დაახლოებით ნახევარ საათში ჭინთვები დამეწყო. რო ვთქვი მგონი დაიწყო მეთქი არ დამიჯერეს ასე მალე არ დაგეწყებოდაო, მაგრამ ბოლოს დარწმუნდნე ე ბიჭო მშობიარობსო და დაახლოებით 2ის თხუთმეტ წუთზე კიდდეც გამოძვრა ჩემი პაწუკა ქაბატონი. ჩაჭრა და გაკემსვა კი დამჭირდა მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან მარტიივი მშობიარობა მქონდა. არ იყო ისეთი არაფერი, შეიძლება ჩემი განწყობის გამო მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მარტივად მახსენდება და აუცილებლად წავალ მეორე კრუგზეც

გისურვებთ რომ ყველას უპრობლემო მშობიარობა გქონოდეთ.
პ.ს ხო აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი ექიმი. დიდწილად ჩემი სიმშვიდე მისი დამსახურება იყო. სიმშვიდე კი ძალიან ძალიან დამეხმარა.