დავწერ ჩემს მოგონებებს სანამ ჩემს ბარტყებს ძინავთ...
ბოლო ეხოსკოპიამდე სულ მეუბნებოდნენ დიუ დეითად 25-26 აპრილს,ბოლოს კი მითხრეს,ბავშვი დიდია და 10 აპრილიდანაც უნდა ელოდო ყოველ დღეო.18 აპრილს კონსულტაციის მიზნით მისული ვიყავი ჰერაში და გამომიშვეს უკან,25 აპრილამდე თუ არ დაგეწყება მშობიარობა 25-ში საღამოს მოდი და დაგაწვენთო.24 აპრილს საღამოს დამეწყო ყრუ ტკივილები,დავითვალე ინტერვალი და 10-15 წუთში ერთხელ მტკიოდა მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში.დედაჩემი და მამაჩემი მოქანდნენ ღამის 12 საათზე,სასწრაფოდ წადი სამშობიროშიო.მე მაგრად ვიხალისე რა იყოთ,მშობიარობა კი არ მეწყება ჯერ, რა მინდა სამშობიაროში,თუ მთელი ღამე მეტკიება დილას წავალთქო.ვერ წარმოვიდგენდი რომ უკვე მშობიარობა დამეწყებოდა,იმდენად ყრუ ტკივილი იყო,თან ზოგჯერ 1 საათი გავიდოდა და აღარ მტკიოდა.ღამე არ მინდოდა მშობიარობა,თან ბავშვებიც შემეცოდნენ შუაღამისას ჩემს გარეშე დამეტოვა.მთელი ღამე ყრუ ტკივილები მქონდა,მაგრამ ჩაძინებას ვახერხებდი,ბოლოს სულ საათზე ვიყურებოდი მალე გათენდეს რომ წავიდე სამშობიაროშითქო.მანამდე სულ ვშიშობდი ისე მალე არ დამეწყოს მშობიარობა სახლში ან მანქანაში არ გავაჩინოთქო

,მაგრამ იმ ღამეს რატომ გავწელე სამშობიაროში წასვლა მეც არ ვიცი.დილას ექვსის ნახევარზე ტუალეტში მივდიოდი და სანამ იქამდე მივაღწიე,ვიგრძენი რაღაც სისველე,წინა ორ მშობიარობაზე მსგავსი არაფერი მქონია,ვნახე რომ საცობი ჩამომეშალა სისხლიან გამონადენთან ერთად.ჩემს ქმარს გამოვძახე ჩქარა მშობიარობა მეწყება,ჩემებს დაურეკე და შენც მოემზადე წასასვლელადთქო.მე ნაჩქარევად დუში მივიღე და მოვწესრიგდი.სიმართლე რომ ვთქვა ცოტა შევშინდი,მეგონა სამშობიარომდე ვეღარ მივასწრებდი.სწრაფად ჩავიცვი,ყველაფერი მომზადებული მქონდა წინასწარ და გავიქეცით სამშობიაროში.ამასობაში ჩემებიც მოვიდნენ,რომ ბავშვებთან დარჩენილიყო დედაჩემი.ჩემი ქმარი ისეთი შეშინებული იყო,მეუბნებოდა სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ,როგორ ფიქრობ მივასწრებთ სამშობირომდეო?მეც შეშინებული ვიყავი,მაგრამ აქეთ ვამშვიდებდი,ნუ გეშინია,ფრთხილად იარეთქო.გზაში მგონი ყველა შუქ ნიშანზე წითელზე გავიარეთ.ადრიანი დილა იყო და ბედად გზები სულ თავისუფალი იყო.ჰერაში მივაღწიეთ როგორც იქნა და შვებით ამოვისუნთქე,ეხლა არაფერი აღარ გამიჭირდებათქო.მეანმა გამსინჯა და სრული გახსნაა მალე იმშობიარებო და წამიყვანეს ბლოკში.ტკივილები მქონდა,მაგრამ ასატანად.სრული გახსნა იყო მაგრამ ჭინთვები არ მეწყებოდა,მეანმა გამსინჯა და თქვა რომ ბავშვი დიდია და ქვევით არ ჩამოდისო,სახით იყო ატრიალებული ზემოთ.ორჭოფობდა,შეიძლება საკესრო დაგჭირდესო.ეს რომ გავიგე დავპანიკიდი,მეთქი ალბათ ბავშვს რამე უჭირსთქო და ვეხვეწებოდი გამიკეთეთ საკეისრო,ბავშვს რამე არ დაემართოსთქო.მე მორიგე ბრიგადის მეანთან ვმშობიარობდი, არ მყავდა აყვანილი ექიმი,მაგრამ სოსოს(ღოღობერიძე) და სხვა მეანებსაც(5 იყვნენ ჩემს გამო ბლოკში)ერთი წუთით არ დაუნებებიათ ჩემთვის თავი,როგორც ჩანს მართლა დიდი რისკი იყო იმისა რომ სასწრაფო საკესირო დამჭირვებოდა და ყველა მზად ყოფნაში იყო.ჩემი ექიმი სოსოს ეკითხებოდა მალ-მალე, რა ვქნაო?სოსომ მესამე ბავშვია და გააჩენს უპრობლემოდ,არ დასჭირდება საკეისროვო.დამაწვინეს მარცხენა გვერდზე,ბავშვი მართლაც ჩამოვიდა ქვევით და რამდენიმე ჭინთვაში გავაჩინე პატარა კაცუნა.რომ დაიბადა ყველამ ის თქვა,ვაიმე რამხელაა და რა ქერააო

გულზე დამაწვინეს ჩემი ბარტყი,შვებით ამოვისუნთქე, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად ჰქონდა და ბედნიერების და სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

ეს ისეთი გრძნობაა, ალბათ რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინო,გგონია ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ამ ქვეყნად.
პატარა დაიბადა 4150 გრამი და 53 სანტიმეტრი,რაც ყველაზე მთავარია,ბებიაქალის დამსახურებით არც ერთი ნაკერი არ დამჭირდა.
ძალიან კმაყოფილი ვარ სამშობიაროს მედ.პერსონალით,მიუხედავად იმისა რომ ექიმი არ მყავდა აყვანილი,თან გადამყვნენ.
ყველას უპრობლემო მშობიარობას გისურვებთ
This post has been edited by anakatrin on 3 May 2012, 18:20