ეხლა რაც შეეხება ჩემს მოგონებებს:
27 აპრილს ჩემმა მეანმა დამირეკა მოდი აბა გამომიარე გაგსინჯავ ვნახავ რა სიტუაციააო, მივედი სადღაც 4 საათისკენ, გამსინჯა და რომ შევხედე თვალები შუბლზე ქონდა ასული

ორ თითზე ხარ გახსნილი და არ გტკივაო? არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი უბრალოდ ბოლო 15 წუთი ქვემოთ მაწვებოდა ბავშვი და საშვილოსნო იყო ტონუსში. მოკლედ უნდა დაგტოვოო და გავიგიჟე თავი ტკივილები არ მაქვს და რატომ უნდა დავრჩე თქო, კაი მაშინ წადი სახლში და როგორც კი ტკივილს იგრძნობ მაშინვე წამოდიო. წავედი სახლში და გზაში ვგრძნობ უკვე რომ ტონუსი არ იკლებს, ბავშვი აშკარად ფეხზე იდგა, ჩანთას ალაგებდა ალბათ გამოსასვლელად

) მივედი სახლში, ვპოსტე ფორუმზე ხან რა ვაკეტე ხან რა ნელ ნელა ვგრძნობდი რაღაცს ოღონდ ამას ტკივილს ვერ დავარქმევ, ჩემ ქმარსაც არ ვურეკავდი არ მინდოდა ტყუილად ენერვიულა თან ბარემ სამუშაოს მორჩეს და მოვა თავისით თქო, სადრაც 6-7-ისკენ უკვე ვიგრძენი რომ არასასიამოვნო შეგრძნებები მატულობდა და შუალედიც კლებულობდა დავურეკე ჩემ ქმარს და დროზე მოდი მივდივართ თქო

საწყალმა ტაქსისტმა სულ ავარიულებით იარა აქეთ ვეხვეწებოდი ჯერ არ ვმშობიარობ და იქამდე ცოცხალი მიმიყვანე რომ ვიმშობიარო თქო

მოკლედ მივედით სადღაც 8-ის ნახევარზე გამსინჯეს და ორთითნახევარზე ხარო, ამიყვანეს ბლოკში და ველოდებოდი ჩემ ექიმს. თავიდან "ბოდრად" დავდიოდი მაგრამ ნელ ნელა ძლიერდებოდა ტკივილი, ჩემი ექიმი რომ მოვიდა და გამსინჯა 3 თითამდე ვიყავი და გამიკეთე სპინალური თქო, რეალურად ისეთი ტკივილი იყო რომ ავიტანდი მაგრამ არ გავრისკე, გადაწყვეტილი მქონდა რომ გავიკეთებდი გაუტკივარებას და ბოლომდე ჩემ აზრზე დავრჩი. ჩემმა მეანმა შემომთავაზა იქნებ ვენაში გაგიკეთოო მაგრამ აი არ მინდოდა გარისკვა, რატომღაც მეგონა რომ ჭინთვებისთვის ძალა არ მექნებოდა გაუტკივარების გარეშე. მოკლედ გამიკეთეს გაუტკივარება და დაიწყო უმტკივნეულო 1 საათიანი ნეტარება, მხოლოდ ერთხელ დამჭირდა დამატება და 1 საათში უკვე სრული გახსნა იყო, დანარჩენი ცოტა უნდა აიტანოო თორემ კიდე თუ დაგიმატეთ ჭინთვებს ვერ იგრძნობო, ნელ ნელა ვუბრუნდებოდი რეალობას და ამისთანა ნეტარების მერე ისევ ვგრძნობდი ამჯერად უკვე ძლიერ ტკივილებს, მეანმა ჯერ ბავშვი არაა ჩამოსული და ცოტახანი კიდე არ დაიწყება ჭინთვებიო აი აქ გავგიჟდი რას ქვია ჯერ არ დაიწყება აბა ამ ტკივილს რა აიტანს დიდიხანითქო და მგონი მე თვითონ დავიჩქარე ჭინთვა

ცოტა ხანში დავჭექე დროზე გადამიყვანეთ სკამზე მეწყება თქო, შანსი არაა ჯერ ვერ დაგეწყებაო, აბა გადამიყვანეთ და განახებთ თქო

გადამიყვანეს და ისეთი მონდომებით ვიჭინთებოდი რომ მე-4 გაჭინთვაზე 1-ს რომ 10 აკლდა გამოძვრა ჩემი ქოჩორა

პირველი რაც ვიკითხე რათო ტირის ასე ჩუმად თქო

იმიტომ რომ გვერძე ახალდაბადებული იმხელა ხმაზე გასჭყაოდა ჩემი აშკარად ძალიან ინაზებოდა იმასთან შედარებით

მე პირადად მგონია რომ ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიური განწყობა, უბრალოდ ჩავიციკლე რომ არ უნდა მეწვალა და ყველაფერი მალე უნდა მომხდარიყო, დავამუშავე ჩემი თავი და ასეც მოხდა. და ნუ ჩემი მეანი ხო საოცრება იყო, როგორც კი რაღაცას მეუბნებოდა მაშინვე ვმშიდდებოდი და ვუჯერებდი ყოველ სიტყვას, რაღაცნაირად ძაან სიმშვიდის განსახიერება ადამიანია. სამაგიეროდ შემდეგი დღეები იყო კოშმარი. გაღიზიანებული შარდის ბუშტი, ვერ ვშარდავდი 2 დღე და ნაკერები ისე მტკიოდა ექთნებს უკვე ვატყუებდი რაღაცეებს რომ გამაყუჩებელი დაემატებინათ. ამ ყველაფერს ის მაინც ამსუბუქებდა რომ პირობები იყო ძალიან კარგი, ადამიანური და ყურადღებიანი მოქცევა და კიდევ კარგი რომ ლუქსი ავიღე თორემ ჩემების გარეშე ვერ გადავიტანდი იმ დღეებს.
სამშობიაროზე თავისივე თემაში დავწერ.
პ.ს. ბოდოშით მგონი ნამეტანი გრძლად მომივიდა დაწერა