ახლა კი ჩემი მშობიარობის მოგონებები .....
ჩემ პატარას აპრილის ბოლოს ველოდებოდი,მაგრამ ყოველთვის გული მიგრძნობდა რომ დათქმულ თარიღზე ადრე გავჩენდი , მაგრამ იმას ვეღარ ვიფიქრებდი რომ ჩემ მამიკოს ამხელა საჩუქარს გავუკეთებდი და დაბადების დღეზე შვილიშვილს ვაჩუქებდი

) ყველაფერი კი ასე დაიწყო .....
20 აპრილიდან მუცლის აშკარა დაჭიმულობა და ქაჩვა დამეწყო,აქაც ვიკითხე შეიძლებოდა თუ არა ეს სიმპტომად ჩამეთვალა,ჩემ ქმარს სახე გაუნათდა რომ ვუთხარი მგონი ახლოვდება „ ის დღე „ თქო მომავალი დღეებიც ასე გაგრძელდა მუცლის ქაჩვა.22 ში კონსულტაციაზე მივედი გასასინჯად და ჩემდა გასაკვირად რომ გამსინჯეს უკვე ერთ თითზე ვიყავი გახსნილი .... მითხრეს თუ გინდა დარჩიო, მაგრამ ტკივილების მომატების დალოდება სახლში ვარჩია,იმიტომ რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი ..... იმ საღამოს თავი კარგად მოვიწესრიგე ჩალაგებულ ნივთებს კიდევ ერთხელ გადავხედე და მშვიდად დავწექი .... ბაჩო ( ჩემი მეუღლე) იმ იმედით წვებოდა რომ ვეტყოდი „მტკივა“ -ს

))))))))) 23 აპრილი თენდებოდა რომ მართლაც ვიგრძენი „რაღაც“ .... ამ „რაღაცამ“ პერიოდული სახე რომ მიიღო(მაგრამ სრულიად ასატანი) გადავწყვიტე ბაჩოს გაღვიძება,ისიც ბედნიერი წამოხტა და წავედით ჩაჩავაში .... მე ,დედა, მამა და ბაჩი

) გამსინჯეს და 1 ნახევარზე იყო გახსნა.თითქოს ჩაჩავაში რომ მივედით სრულიად გადამიარა ტკივილმა

ბაჩომ ეს რომ შეაჩნია ექიმს ეკითხებოდა დღეს ხომ ნამდვილად იმშობიარებსო

კი დამშვიდდითო...ბაჩომ ამოისუნთქა

) მოკლედ გამოვიცვალე და წინასამშობიარო ოთახში ამიყვანეს, ბაჩოც ჩემთან ერთად იყო .... ისე რამდენს ნიშნავს ასეთ დროს საყვარელი ადამიანის გვერძე დგომა ..... იმ ღამით აღარ გავუსიჯივარ არავის ,ერთხელ შემოვიდა ბებია ქალი დამხედა და აბა გამოიძინე ხვალ დიდი საქმე გვაქვსო

და გავიდა ..... უკვე 6 ხდებოდა ტკივილები არ მქონდა .... ჩამეძინა ..... და აი გათენდა ეს საოცარი დილაც გამსინჯა ზურამ( ზურა დარახველიძე მყავდა აყვანილი) ძალიან თბილი ექიმია.მოკლედ დამამშვიდა 2 თითზე ვიყავი მაგრამ ტკივილები ისევ არ მქონდა, გაუტკივარებაზე მკითხა ვაპირებდი თუ არა გაკეთებას, მაგრამ იმდენად მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,რომ არ ვიკეთებდი თამამად ვუთხარი არა არ დამჭირდება თქო

თითონცე გაუკვირდა და შემაქო ..... მოკლედ დიდიად აღარ გავაგრძელებ 1 საათში ბუშტი გამიხეთქეს და ამის მერე ცოტა მომემატა ტკივილები , ..... სულ დავდიოდი და ღრმად ვსუნთქავდი ეს ძალიან დამეხმარა .... ჭინთვები ისე უცებ დამეწყო ბლოკში გაყვანა მძლივს მოასწრეს რასაც გაუსაძლისი( მაგრამ ესეც ინდივიდუალურია ალბათ,იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში სრულიად ასატანი იყო) 1-2საათს გაგრძელდა ... 3 ჯერ სწორად გავიჭინთე ( ეს მართალი ყოფილა რომ ამ დროს ზუსტად ისე უნდა მოიქცე როგორც მეანი გეუბნება ,სწორ სუნთქვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ) და გამოსრიალდა ჩემი ანგელოზი ..... იმხელა ხმაზე ტიროდა..... გულზე დამაწვინეს და მერე ორხმაში ვტიროდით .... ამაზე დიდი ბედნიერება , ვერავინ დამარწმუნებს რომ არსებობს !!!!!! ბედნიერ დედობას გისურვებთ ყველას !!!! ასე გაუკეთა ჩემმა დემეტრემ პირველი საჩუქარი პაპას

))))