მოკლედ მგონი მოვიცალე ამისთვისაც

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 6 მაისს, საღამოსკენ მუცელში რაღაცა მოვლითი ტკივილები მაწუხებდა ყრუდ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, ისევ მეგონა მოლანდებები დამეწყო (მთელი ერთი კვირა ხან მუცელი მეგონა დამეწია, ხან წყლები მეგონა გავაყოლე შარდს

და ვიყავი ასე გაწამებული, მოლოდინი მკლავდა), აღარც გოგოებს ვკითხე რამე (მომავალ მშობლებში) შეღონებული მყავდა მგონი ყველა ჩემი წინა სამშობიარო ტკივილებით,ხოდა ჩავთვალე რომ ეს ჩემი ტკივილები რატომღაც ფაღარათს უნდა გამოეწვია, თუმცა არც ფაღარათი მჭირდა. იმდენხანს ველოდი, რომ უკვე აღარ მეგონა თუ ჩემით დამეწყებოდა ტკივილები.
ამასობაში დაღამდა, არ მეძინებოდა და ლეპტოპთან ვიყავი მოკალათებული, პაწისაც მუსიკებს ვასმენინებდი მუცელში და მეც ვირტუალურ სამყაროში დავეხეტებოდი. ღამის სამ საათზე ჩემმა ქმარმა ცოდო ხარ დაისვენეო და მეთქი მოიცა ამ მარწყვის დატოვება რაღა არის თქო, თან რა იცი რა მოხდესთქო და მაცივარი გავაღე და ერთი თასი მარწყვი ნახევარ ბარამბოს პლომბირთან ერთად გავანადგურე (გულმა მიგრძნო რომ კარგა ხანი ვეღაარ შევჭამდი).
დავწექი თუ არა მუცელმა საგრძნობლად მომიარა, გავიქეცი საპირფარეშოში, ველოდები.....ველოდებიიიი..... არაფერი, ასე რამდენჯერმე დავწექი-ავდექი. ამასობაში ჩემი ქმარი აფორიაქდა მოდი წავიდეთო, მეთქი კუჭში ხომ არ მინდა გასვლა და სასაცილო არ გავხდეთქო. ინტერვალი დავინიშნე ტკივილებს შორის და 10 წუთს გრძელდებოდა,საპირფარეშოში მორიგი გასეირნებისას ქაღალდზე შევნიშნე მცირე ლორწოვანი, მოყავისფრო გამონადენი და მივხვდი რომ ჩემი კნუტი ჩემთან მალე მოვიდოდა,თემოს ვუთხარი წავიდეთთქო, ერთი გენხათ როგორ გაფითრდა და როგორ ნერვიულოდა, აქეთ ვაწყნარებდი, გარეთ მაგრად წვიმდა, მანქანას ცხვირი ლამის პადიეზდში შემოაყოფინა, ჩემ დასთან გავქანდით ,წამოვიყვანეთ და გავსქურეთ გაგუაშიიიი
ყველა წითელი აგვენთო, და ჩვენც არცერთი გავმაზეთ, ყველაზე გავიარეთ, მე ჩუმად ვარ და არ ვიმჩნევ რომ მტკივა, მეშინია ქმარი არ აფორიაქდეს თან ვამშვიდებ.
შევედით მიმღებში და მეთქი ჰელოოოუ მგონი ვმშობიარობ და არაფერი გემჩნევა შენო ისეთ ხასიათზე ხარო, დამელოდეო, სხვა იყო ჩემამდე მისული და იმას სინჯავდნენ, აუ ეს ქალი მაგარი ზოზინა და დაბნეული იყო. ტკივილები მიძლიერდებოდა ნელ-ნელა, მერე მოვიდა ჩემი ჯერიც და მოიყვანეს ბრგე კაცი , პაატა მახარაშვილი ჩემს გასასინჯად, ვაიმე ეს კაცი იყო უზარმაზარი და თითები რომ მატაკა ლამის სული გამაფრთხობინა,გაგუას ხელი ვინატრე იმ მომენტში, 1.5 იყო გახსნა, წამიყვანა იმ ზოზინა ქალმა ოყნაზე და მიმაგდო გადაუფარებელ დივანზე, სულ ტანში გამბურძგლა. მერე ეს ქალი სადღაც გადაიკარგა 1 საათი ვეგდე უპატრონოდ, ჩემ ქმარს დავუძახე მეთქი მოათრიე და მობრძანდა როგორც იქნა, წამიყვანა ბლოკისკენ და შედიო მეუბნევა, შევედი და თვითონ წავიოდა ესე უთქმელად, მე მაგრად მომერია ძილი, შემომხედა ერთმა საყვარელმა ბებომ, დამაწვინა, პლედი მიმაფარა და დაიძინე, დაისვენეო, თავზ ხელიც გადამისვა და წავიდა, ძალიან მეძინებოდა და ვერ ვიძინებდი ტკივილები გახშირდა, ჩემთის ეს ტკივილები ჩვეული იყო, მენზი უფრო საშინელი მქონდა, თუმცა დაძინებაშ ხელს მიშლიდა და ვიფიქრე ბარემ ეხლა გავიკეთებ გაუტკივარებას და იქნებ დავისვენო თქო, მომიყვანეს ისევ ისე ბრგე გასასინჯად, ისევ სულის შემხუთველად მატაკა და 2 თითზე ვიყავი, ანუ უკვე შეიძლებოდა გაიტკივარების გაკეთება, შემოვიდა ანესთეზიოლოგი და მოკლედ, ვიგრძენი ხერხემალში რაღაც ჭიდაობის მაგვარი, ფორუმიდან ვიცოდი რომ ფეხებში სითბო უნდა ჩამღვროდა და ველოდებოდი მაგრამ ვერ ვიგრძენი ეს სითბო, წამოვწექი და რაღაცა ზანზარი ვიგრძენი მეთქი მგონი მეწყება და თურმეეე...... ვიღაცამ დაიძახა მიწისძვრაააო
ნახევარ საათზე მეტი გავიდა და მაინც ვერ შევძელი დაძინება, მქაჩავდა მაგრად მუცელი და არ მანებებდა დასაძინებლად, წამალი დავამატებინე, და ვინც დამიმატა იმან მითხრა თუ ქაჩვის დროს გტკივა იმას არ გაგიყუჩებსო, ეს ტკივილს აყუჩებსო, ვერ გავიგე სხვა ტკივილი არ მქონია და რაც მტკიოდა იმას თუ ვერ გამიყუჩებდა რა ჯანდაბად მინდოდა, ფეხზე ხელი მივიჭირე მეთქი ვაფშე გააყუჩა? გაბუჟებული მქონდა აშკარად, ჩამიდგეს შარდის კათეტრი და ცოტახანში ვიგრძენი სითხე როგორ ჩამეღვარა ფეხებში, დავუძაე წყლეი დავღვარე თქო და გამომიცვალეს ქვეშაგები. მაინც არ გადამიარა ოხერმა ტკივილმა და ცოტახანში კიდევ დავიმატე. ამასობაში ისე გახდა 10:30 არც ძილი მეღირსა და არც გაყუჩება, უფრო მეტიც ტკივილები გამიძლიერდა და კიდევ ვითხოვ დამატებას, ექთანმა მითხრა რომ დათო მოვიდა, თვითონ გამსინჯავდა და ის გადაწყვეტდა როგორ მოქცეულიყვნენ, დათომ გამსინჯა (ვენაცვალე მაგის ხელს, საერთოდ ვერ ვიგრძენი ) და სრული გახსნა იყო, გაუტკივარება დამიმატეთ მეთქი და რაღა დროს ეგ არის სადაცაა იმშობირებო და დათო წავიდა, მე მაგრად დავიგრუზე, მშობიარობა მეწყება და გაუტკივარების იმედზე შევედი და საჭირო დროს მიმტყუნა.
უცებ საიდანღაც მოვარდა ვიღაცა ქალი და ნემსები დამარჭო აღარ მახსოვს რამდენი, ეს რატოთქო და ჭინთვები რომ დაგეწყოსო, ვიფიქრე ეხლა მაინც დავიძინო თქო და გვერდი ვიცვალე, შენც არ მომიკვდე საშინლად მომინდა კუჭში გასვლა, მეთქი დამერხა არც ოყნამ არ მიშველათქო და დავუძახე ექთანს დაამეხმარეთ კუჭში მინდა გასვლაო, ამ ქალმა მაგარი გაატარა, გადი მერეო და გაიცინა, ვაა მეთქი მოსული პონტია მშობიარემ რომ იკისროს და კიდევ მაგრად მომიარა, მერე მითხრა იმ ექთანმა რომ ეგ ჭინთვები მეწყებოდა და გავიდა, მაგრად შემომიტია და ვიღრიალე დათოს დაუძახეთ დროზე თქოოო, აი რაღაცნაირი შეგრძნებააა კუშჭში გინდა რაღაც კოკისპირულად გასვლა, მოცვივდენ მერე ეს ექიმები, დათო რასაც მეუბნევა ვუჯერებ, თან ვყვირივარ ეხლა მჭირდებოდა ეს ოხერი გაუტკივარება თქო, ვაიმე საშინლად მივლიდა ტიკვილები, და ეს ჭინთვებიიიიი, ერთი სული მქონდა როდის გამოძვრებოდა, დათო მაგრად მამხნევებდა, მესმოდა მაგის შეძახილები ,,ყოჩაღი გოგო ხარ", ,,შენ შეგიძლია", ,, მიდი მაგარი ხარ" და ა.შ. იმედის თვალით შევციცინებდი და რასაც მკარნახობდა იმას ვაკეთებდი რის ვაი-ვაგლახით. მაგრამ..... არა და არ გამოდიოდა ჩემი გოდორა, ძალიან შემეშინდა ბავშVი არ მოვგუდო თქო და სულ ვეკითხებოდი ხომ არ უჭირდა, ნუ გეშIნია შენ მაგრად გაიჭინთეო, მაგრამ არა და არა, დაუძახეს ბრგე პაატას და ეს ბუმბერაზი კაცი რასაც ქვია მუცელზე მეჯდა, მთელი ძალით მაწვებოდა, იდაყვეით, მტევნებით, მუშტებით, საშინელება იყო ეს მუცელზე ზეწოლა, გაუსაძლისი კოშმარი მაგრამ ვითმენდი, მეშინოდა პაწისთვის არაფერი დამეშავებინა და მარტო ვიჭინთებოდი და ვსუნთქავდი, ოფლი მომდიოდა კოლოსალურად. მთელი ორსულობის დროს ყველაზე მეტად ჩაჭრის მეშინოდა, ვლოცულობდი ოღონდ ეგ არ დამჭირდეს თქო, მაგრამ იმ მომენტში,როცა ვიცოდი ბავშვის თავი შედიოდა გამოდიოდა და წვალობდა ყველაფერზე თანახმა ვიყავი, და უცებ დავინახე რროგორ აელვარდა მაკრატელი შუქზე და უცებ სამჯერ წკაპ გავიგე, მხოლოდ ხმა მეტი არაფერი, თან ვფიქრობდი კიდევ კარგი თემო არ შემოვიდა ამას ვერ გადაიტანდა თქო.ცოტაც და დათომ ერთო გაჭინთვა დაგრჩაო და მაააააგრად გავიჭინთე და გამოსრიალდა ჩემი ჭიაყელა

დამაგორეს მუცელზე, სულ სრიალა და სლიპინა იყო, პატარაზე წაიკვნესა და მეთქქი რატო არ ტირიიის და მერე მოცხეს ტაკოზე და დაიწყო ჭყიპინი , ვაიმე ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს რეალობა იყო, გული ამიჩუყდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ერთიანად ვცახცახებდი, სახეზე ვერ ვუყურებდი,თვალები მქონდა დახუჭული და ვტიროდი, ენით აუღწერელი იყო, აი ყველა ქალს ვუსურვებ ეს გამოცადოს.
ამასობაში ის პაატა მაჭერდა და მაჭერდა მუცელზე ტორებს,მტკიოდა მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ტკვილის არ ვაცდიდი ჩემს ბედნიერებაში ხელი შეეშალა.
მერე ის რაღაცა გადმვარდა და აი მაგ დროსდავისვნენე, გავთავისუფლდი. მერე კნუტი გაიყვანეს და მომადგნენ გასაკერად, აქ მაინც დამეხმარა ჩემი უსაქმური გაუტკივარება და ვერაფერი ვიგრძენი, ან შეიძლება იმიტომ რომ სულ ბავშვზე ვფიქრობდი, მის ჭყიპინს ვიხსენებდი.
გაკერვით გამკერა პრაქტიკანტმა, თან ბებიაქალი კარნახობდა, თან ეჩხუბებოდა და მოკლედ კარგად ივარჯიშა ჩემს ჭრილობებზე, თან საშინლად ვიყავიჩახსნილი, კარგა ხანი მკერეს. მოკლედ დამადეს უზარმაზარი ნაკერები, ეხლაც ვერ ვჯდები ისეთი.
სამშობიაროში ძალიან სუსტად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი გული მიმდიოდა, ძალიან მტკიოდა ნაკერები, თუმცა როცა ლაშა-გიორგი მეწვინა გვერდით ნაკერიც მეკიდა და ისიც სიხლში რომ ვცურავდი

აი ესე დაიბადა ჩემი ბიჭი, ვიმშობიარე არც ისე ადვილად და არც ისე რთულად. თუმცა ალბათ მეორეს მაინც საკეისროს გადავწყვეტ