09.11.11
ეს ფოტო გადაღებულია წინა დღეს და ჰქვია "გამოგვიშვიიიიიიიიით"

მოკლედ ყველამ კარგად იცით (და ვინც არ იცის ვიტყვი) რომ ძალიან მიჭირდა ბოლოს ყველაფერი: ძილი, წოლა, სიარული და ასე შემდეგ, მტკიოდა ყველაფერი და იმაზე მეტიც.
მიუხედავად იმისა რომ 11 ში მინდოდა მშობიარობა ნამდვილად ვეღარ მოვიცდიდი 2 დღეც ისე ვიყავი.
მოკლედ 9 ში დილით ვიყავი დაბარებული გაგუასთან გეგმიურ საკეისროზე. წინა დღეს 6 ის მერე აღარ მიჭამია, დილით მთელი რიგი დავალებული "პროცედურები" ჩავატარე და სულ კუნტრუშით გავუყევით სამშობიაროში. 9:30 იქ ვიყავი.
მიმღებში შევედი თუ არა, გამომაცვლევინეს, ჩავიცვი პერანგი, ელასტიური წინდები და ასე შემდეგ, რაღაც საბუთებზე მოვაწერე ხელი და გულის ცემის გასასინჯად წამოვგორდი. ისეთი ტონუსი მქონდა იმ ელემენტარული გულის ცემის აპარატის მოჭერაც მტკიოდა და გულის ცემა არ ისმინებოდა. გენრიეტასთან გამიშვეს ექოზე და ნახა ბავშვების გულები და ნორმააო და გამოვბრუნდი ისევ მიმღებში.
გადამიყვანეს უკვე ბლოკში და იქ ანესთეზიოლოგმა რამდენიმე კითხვა დამისვა და შევედი საოპერაციოში.
საერთოდ არ ვნერვიულობდი,იმდენად რომ იმაზე ვნერვიულობდი რატომ არ ვნერვიულობთქო. მესწრებოდა დეიდა.
წამოვწექი საოპერაციო მაგიდაზე, ჩამიყენეს კათეტერი ვენაში და წნევის წამალი გამიკეთეს. 10 წუთი ვიწექი და შემოვიდა ანესთეზიოლოგი. წამოვჯექი და ანესთეზია გამიკეთა ისე რომ არც მიგრძვნია. მომენტალურად გამითბა ფეხები და წამოვწექი და რამდენიმე წუთში ვეღატ ვგრძნობდი ვერაფერს. მერე ქვევით ჩააყენეს კათეტერი. რასაკვირველია ვერც ეს ვერ ვიგრძენი.
იქ მიდიდოდა ზოგად საკაცობრიო თემების განხილვა, მეც ჩართული ვიყავი
გაგუაც შემოვიდა, წინ ამაფარეს თეთრი მიტკალი. არაფერი არ მიგრძვნია მაგრამ დეიდაჩემმა თქვა ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებაო. საათს შევხედე 10:45 იყო. ამ დროს უკვე ვიგრძენი ჯანჯღარი და თითქოს ნეკნებთან ფათური და უცბათ ამოაძვრინეს ლილე

მგონი თავი არ ჰქონდა ამოყოფილი და ჭიპლარის გადაჭრამდე უკვე გაჰკიოდა

შემახედეს და გაიყვანეს. მერე ისევ წავიდა ჯანჯღარი და ეხლა გიორგი ამოვიდა და ჯერ ბიიიიპპპპპ პატარა ხმა გამოსცა მერე ცოტა ხანში კიოდა

პარალელურად ღეროვანი უჯრედებისათვის მასალაც აიღეს.
ლილე 3.2 კგ / გიორგი 3 კგ.
მერე გაგუამ კიდე მიფათურა და გავიდა. მე ტვინი წავუღე: აბა ეხლა რას შვებით, ეხლა რას მიკეთებთთქო და ვთამაშობთო

ვიღაც 2 დარჩა და იმათმა მიამთავრეს იქ საქმე და მოკლედ მერე გადამაწვინეს ლოგინზე და ინტენსიურში გადამიყვანეს. სადაც ვიყავი 2 საათი ისე მშვენივრად ლილე მე მომიყვანეს ძუძუ ჩავუდე, გიორგის ხელოვნური აჭამეს. მერე უკვე წამოვიდა ტკივილი 2 ჯერ გავაკეთებინე გამაყუჩებელი, მერე მორფიც და მერე კიდე ერთხელ გამაყუჩებელი. პალატაში გადამიყვანეს ასე 11 ისკენ საღამოს. ავიღე ლუქსი და დედაც დარჩა ჩემთან ერთად.
ზოგადად ვიტყვი რომ: ყველა იქ მომუშავე იყო მშვენიერი. იყვნენ კარგები და ძალიან კარგები, ყურადღებიანები, ბავშვებს უვლიდნენ ხუთიანზე. მე შეიძლება ნაცნობობის გამო ჩავთავლო რომ ვთქვათ კარგად მექცეოდნენ, მაგრამ დედაჩემმა ხომ უყურა იქ როგორ უვლიდნენ სხვის ბავშვებს და ნუ ძალიან კმაყოფილი იყო. მიუხედავად იმისა რომ უამრავი მშობიარეა და ბავშვი კიდე მგონი 33 იყო იმ დღეს

ხელოვნურსაც კი საუკეთესოს აჭმევენ, ნუტრილონს. პედიატრი ყოველდღე ამოწმებდა ბავშვებს და ასუფთავებდნენ და დედებს ეუბნებოდნენ დატოვეთ წადით წყნარად დაიძინეთ ჩვემ მივხედავთო ექნთენი.
გაგუა დილით აკეთებდა შემოვლებს.
ერთადერთი კვება იყო ცოტა ისერა. ნუ მე ზოგადად ზიზივავა ვარ მაგ ამბავში

თან საკეისროს მერე 2 დღე სუხარი და ჩაის მეტი არაფერია
გათბობაა ისეთი პაჟარი მქონდა. სქელ ხალათს ნუ წაიღებთ

-----
გამოგვწერეს მეოთხე დღეს. მე ისედაც ამდენი უმოძრაობისგან დასუსტებული ვიყავი ორსულობის დროს, ბევრი უნდა იმოძრაოო და არ ვმოძრაობდი, აი დღეს მეშვიდე დღეა და ვიგრძენი ცოტა შვება, თან 2 ბავშვი ერთად მთიშავდა მაგრად. ძირითადმა ტკივილებმა გამიარა, ეხლა ნაკერი მწიწკნის და ვარ.
თუმცა ორი სიხარული ერთად ყველაფრის წამალია

This post has been edited by jellyboss on 15 Nov 2011, 21:12