ე.ი. გოგოებო თქვენი ისტორიების შემხედვარე ისეთ ხასიათზე დავდექი რომ მეც უნდა დავწერო ჩემი

მოკლედ ჩემ ფართხალას ველოდებოდი 28 აპრილის შემდეგ, მთელი 9 თვე ვეხვეწებოდი აღდგომას 24 აპრილისთვის გამომძვრალიყო.
სოსო ღოღობერიძე მყავდა აყვანილი, ასე მირჩია ჩემმა ქირურგმა, ქვევით მე ვარ და ზევით სოსო, რამე თუ ისე ვერ წავიდა ამოვალ ნებისმიერ ვარიანტში შენთან და ადგილზე გადავწყვიტავთ მე და სოსო რა გაგიკეთოთ შენო... ბოლოს სოსოს ძალიან ეშინოდა ჩემი ორსულობის, ბავშვი დიდი იყო და საკეისრო კი აკრძალული, ვადიმმა კატეგორიულად მოთხოვა, როგორც გინდა ისე უნდა გააჩენინო ამ გოგოს ფიზიოლოგიურად ბავშვიო, არანაირი საკეისროო. თავიდან მიზანი იყო ორსულობა როგორმე 7 თვემდე მიმეყვანა, მერე ნელ-ნელა გავზარდეთ პერიოდი.
მოკლედ დაახლოებით 3 აპრილიდან დამეწყო მუცლის ინტენსიური ტკივილი, მაგრამ ტკივილებს შუა დიდი დრო გადიოდა. ასე გავიდა 3 დღე.. 7-ში დაახლოებით შუაღამეს გამეღვიძა და ტკივილები მაქვს უკვე ძალიან მცირე ინტერვალებით. ჯერ 10 წუთიანი, მერე კი უკვე 5 წუთიანი ინტერვალები გაკეთდა. დილით, 7 აპრილს, ხარებას, 6 საათისკენ მეუღლე გავაღვიძე, წამოდი უნდა ვიბანავო და ფეხი არ დამიცდეს შემომყევი შენც მეთქი... გამეგო, რომ თუ ცრუ განგაშია, ცხელი შხაპის მიღების მერე ტკივილბი უნდა შეწყვეტილიყო. მივიღე ცხელი შხაპი, შევწექი ლოგინში, რადგან საშინლად მეძინებოდა. ამ ტკივილები გადამკიდე მთელი 3 დღე და ღამე არ მძინებია, ძალიან დასუსტებული ვიყავი. გავიდა 15 წუთი ისე რომ არაფერი ამტკივნია, მეგონა ვსიოოოო, მაგრამ მერე დაიწყო რაც დაიწყო. ვითმინე დილის 8 საათამდე, მერე დავურეკე ექიმს, მეთქი ქვევით მტკივა, მუცელი კი არ მტკივა თქვა, გაგიჯდა ქალი, სასწრაფოდ წადი სამშობიაროში, დაგეწყო უკვე მშობიარობაო.
ისე რომ არაფერი არ წამიღია, უბრალოდ წავედი გასასინჯად სამშობიაროში, რატომღაც მეგონა რომ სახლში გამომიშვებდნენ, რადგან ჯერ 37-ე კვირაში ვიყავი. ჰერაში რომ მივედით ტკივილები უკვე ყოველ 3 წუთში ერთხელ მივლიდა... გამსინჯეს და მხოლოდ 1 თითზე ხარ გახსნილიო, მაგრამ აღარ გაგიშვებთო, ტკივილები გაქვს უკვე საშინელიო. შემიყვანეს, ჩამიტარეს პროცედურები და გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში. დაახლოებით 1 საათში სოსომ ისევ გამსინჯა, შედეგი 0. ისევ ერთ თითზე ვიყავი გახსნილი, ტკივილები კი აუტანელი მქონდა უკვე. არც მე და არც ჩემ ქმარს არაფერი აღარ გვკითხა სოსომ, ეგრევე ანესთეზიოლოგს დაუძახა და მოამზადეთ, ამას ტკივილები უკვე 5 თითზე გახსნილის აქვს და ჯერ კი 1 თითზეა გახსნილიო, სანამ ეს ბოლომდე გაიხსნება, მართლა გადავა ჭკუიდანო, მოკლედ გაიხაროს სოსომ გამიკეთეს გაუტკივარება

ეს რა კარგი რამეა, არანაირი ტკივილი, ვიყავი ბედნიერად! პარალელურად შემოდიოდა სოსო და მსინჯავდა... მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გაუტკივარება დამიმატეს ოთხჯერ, ყელი ნელა იხსნებოდა, ტკივილი კი საშინლად აუტანელი. ბოლოს ვეხვეწებოდი სოსოს, გთხოვ დამაჩქარებელი დამიდგა, მეტს ვეღარ გავუძლებ თქვა... დამიდგეს დამაჩქარებელი, რაღაც წამალი, რომელიც წუთში მხოლოდ 6 წვეთი უნდა შესულიყო ვენაში. დამაჩქარებლის დადგმიდან 2 საათის შემდეგ გამსინჯა სოსომ და 3 თითზე ძლივს ვიყავი გახსნილი... გადაულაპარაკა ანესთეზიოლოგს, გაუორმაგე დოზაო, ამას ჩუმად ლაპარაკობდნენ, მაგრამ მესმოდა ყველაფერი, ანესთეზიოლოგს შეეშინდა, სოსომ კი ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებობასო, არაფერი არ მოუვა, ვიცი ამ გოგოს ყველაფერო, მოკლედ გამიორმაგეს დოზა, პარალელურად უკვე მეოთხეჯერ გამიკეთეს გაუტკივარება და გავბედნიერდი, აღარანაირი ტკივილის შეგრძენება, ბოლოს როგორც იქნა გამსინჯა სოსომ და სრული გაახსნაა, აღარ გინდათ წამლის დამატებაო... აქვე მინდა დავამატო რომ მთელი დღის მანძილზე ვადიმსა და სოსოს სულ ქონდათ პარალელურ რეჟიმში ურთიერთობა ტელეფონით, სულ კითხულობდა ვადიმი ჩემ ამბავს და სოსოც ყოველ საათში ერთხელ ახსენებდა ჩემ სიტუაციას ვადიმს. მერე წამომახტუნეს და ჩემი ფეხით შევედი სამშობიარო ბლოკში, აი მერე დაიწყო რაც დაიწყო... ჭინთვები ძალიან დიდხანს გამიგრძელდა. ამას დაემატა ის რომ საშინლად მაკანკალებდა, მციოდა ძალიან, ფანჯრები დავაკეტინე, ჩემი მუცელი კი ხტოდა აქეთ-იქით. სოსო წამდაუწუმ უსმენდა ბავშვის გულისცემას, დავიღალე საშინლად, სოსო მამხნევებდა, შენ იმდენი ოპერაცია გადაიტანე, ამ პატარა ბავშვმა როგორ უნდა მოგქანცოსო, ბოლოს მითხრა, დაახლოებით კიდევ ერთი 15 წუთი და მორჩება ყველაფერიო, ეს რომ მითხრა იმხელა დავკივლე, რა 15 წუთი, ხომ არ გადაირიე, ამის მოთმენა კიდევ 15 წუთი უნდა გაგრძელდეს თქვა? როგორც გინდა ისე გამოაძვრინე ეს ბავშვი, მეტი აღარ შემიძლია თქვა

მაშინ სოსომ გაიცინა, თავზე ხელი გადამისვა, ნუ გეშინია შეძლებ აბა სად წახვალო, ეს ჩემი 15 წუთი ნახევარ საათამდე გაიზარდა... და როგორც იქნა ზუსტად 18 საათსა და 25 წუთზე გამოძვრა ჩემი ბიჭი

თავი გამოყო თუ არა დაიკივლა, ბებია ქალმა უი რა ბიჭივით დაიკივლეო, აუწია ფეხი და უი მართლა ბიჭიაო, როგორც კი გადაატრიალა ეგრევე მიაფსა ბებია ქალს, მერე ეგრევე დამაწვინეს გულზე, ჩემი ფართხალა ძალიან სუფთა იყო, მაგრამ საშინლად ბანჯგვლიანი

ვეფერებოდი, ჩემი ბანჯგვლიანი ბიჭი თქვა, და თავში თითქოს კინო იყო ისე გაიარა ამ დღემდე წინა 2 წელმა... სიმსივნის აღმოჩენიდან იმ დღემდე რა გადავიტანე ეს მურთხი რომ დამენახა, ვეფერბოდი უაზროდ ბევრს, თითები დავუკოცნე, ეს კი ტიროდა და ტიროდა... ამ დროს ჩუმად ლაპარაკს მოვკარი ყური, მივაყურადე და ბებია ქალი და სოსო ლაპარაკობდნენ, რატომ არ გამოდის, რატომ აგვიანებსო, სოსო ამხნევებდა იმ ქალს, არაუშავს, დაველოდოთო, ბებია ქალი კი უკვე ლამის ისტერიკაში ვარდებოდა, რა ვქნათ რომ არ გამოვიდესო? თავიდან ვერ მივხვდი რაზე იყო ლაპარაკი, მხოლოდ მერე მივხვდი, კარგა ხნის მერე მომყოლი რომ გამოვარდა სოსომ რომ ამოისუნთქა და თქვა: ძლივს, გადავრჩითო. მერე კი დაიწყო ჩემი შეკერვა. 2-ჯერ მიაწოდეს ძაფი, საშინლად ვიყავი ჩახეულ-ჩაჭრილი, მაგრამ არ მენაღვლებოდა, ჩემი სისხლი და ხორცი მეწვა გულზე, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი და გმირი მეგონა თავი

როგორც იქნა დავინახე ის არსება, ვის გამოც მართლა საშინლად ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად უამრავმა ხალხმა, უკვე საშინლად მიყვარდა, უკვე დედა ვიყავი, მერე წაიყვანეს ჩემი ბიჭი, სოსომ მომილოცა და აბა შენ იცი, გაისად კიდევ გელოდებიო, მეთქი ამისთანა ტკივილების მერე მხოლოდ საკეისროს მაგიდაზე თუ მანახვ თქვა, თვითონ გავიდა სოსო და თვითონ მიულოცია ჩემებისთვის, მერე ვადიმისთვის დაურეკია

ჯერ კიდევ ბლოკში ვიყავი რომ ვადიმი და მისი ცოლი შემოვარდნენ ჩემთან

ჩამეხუტნენ, ვადიმს რომ ავხედე თვალები აწყლიანებული ქონდა, ბედნიერი იყო, მიზანი კი შესრულებული, ჩვენ ეს დავძლიეთ მართლა! ვადიმმა ღირდა ის წვალება რაც შენ გადაიტანე ამ საოცრებად, რომელიც გვერდით გიწევსო, მერე კი ტირილი ამივარდა. აი გიყურებ და ყველაფეირ მახსენდება პირველი ოპერაციიდან დღემდე რა გადავიტანეთ და ეს საოცრებაა მართლაო, დიდხანს იყვნენ ჩემთან, მერე კი წავიდნენ, მერე დავურეკე სარკეში მამა გიორგის და ვახარე, ჯერ ხარება მივულოცე და მერე ჩემი გიორგის დაბადება, მამა გიორგიმ ამ ხარება დღეს ამაზე მეტი რა უნდა გამხარებოდაო, შენი შვილი ღვთის შვილია და აბა შენ იცი, ეკლესიის წიაღში აღზარდეო, სამმა მამაომ აღუვლინა ლოცვა ჩემ გიორგის პირველ დაბადებულზე

ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი! ცალკე მთელი სამსახური ფეხზე იდგა თურმე, თითქოს დიდი ვინმე ყოფილიყოს ისე აღნიშნეს ჩემი ბიჭის დაბადება, ღამით კი დიდი სიურპრიზი - საფრანგეთიდან დამირეკა ჩემმა ქირურგმა, მომილოცა კაცის დაბადება, ვადიმმა ეგრევე დამირეკა და მხოლოდ ახლა დაგირეკე, ვგონებ რომ ცოტა დასვენებული უნდა იყოო.
ძალიან ძნელია იმის გადმოცემა რაც იმ დღეს გადავიტანე, ეს იყო მართლა საოცრება! დიდი საოცრება რაც ჩემ თავს გადახდა! უფლის დიდი მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად ყველაფრისა ღირსი გამხადა რომ დედა გავმხდარიყავი! ძალიან , ძალიან მიყვარს ჩემი ბარტყი, საშინლად საშინლად მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ!!!
პ.ს. ბოდიშით გოგოებო ამდენი რომ ვწერე...