მომავალ მშობელთა კლუბში 17-ში ვწერდი რომ მუცელი მიმაგრდებოდა, ვგრძნობდი რომ დიდხანს არ დამჭირდებოდა ლოდინი..
18-ში ღამის სამის ნახევარზე პიჟამო ჩავიცვი და ის იყო დაწოლას ვაპირებდი რომ უცებ ვიგრძენი ოდნავი მოვარდისფრო გამონადენი, ფორუმიდან ვიცოდი საცობის არსებობის შესახებ და მივხვდი რომ დაიწყო..

ამის მიუხედავად მაშინვე არ წავსულვარ სამშობიაროში მოვლით ტკივილებს დაველოდე რაც ნახევარ საათში დაიწყო კიდეც..
ტკივილები ცოტა რომ მოძლიერდა ახლობლებს დავურეკეთ და წასასვლელად მზადება დავიწყეთ..
დილის 5-ის ნახევარზე მივედი სამშობიაროში უკვე მოძლიერებული მოვლითი ტკივილით, მანქანიდან დამოუკიდებლად ვერ გადმოვედი..
გამსინჯეს და თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, 2 საათში უკვე 3 თითზე იყო გახსნა, კიდევ 2 საათიც და სრულად გაიხსნა ყელი..
მალე ჭინთვებიც დამეწყო, სამშობიარო მაგიდაზე ამიყვანეს და წყლები ძალით დამაღვრევინეს..
მახსოვს ბებიაქალი მეუბნებოდა ნუ კივიხარ შენს შვილს ამით ჟანგბადი აკლდებაო, მეც მაქსიმალურად ვიკავებდი თავს..
ყველაზე კარგი რჩევა რაც მომცა თითქოს კუჭში გადიხარ ისე გაიჭინთეო მითხრა, ასე გაჭინთვით დავეხმარე ჩემს ბარტყს გამოძრომაში..
სულ ბოლოს როცა უკვე თავმა გამოსვლა დაიწყო ახლა გაჩუმდი თორემ ჩაიხევიო მითხრა, მეც ძალა მოვიკრიბე და მაშინვე ჩავკმინდე ხმა.. მაგარი ის იყო რომ დაიბადა პირველი ის ვიკითხე მაგრად ჩავიხიე მეთქი? არაო, კი ხარ ანჯელინა ჯოლივითო მიპასუხეს..

1 საწყალი ნახეთქი მქონდა მარტო და იმაზე დამადეს ზრდილობის გულისთვის ნაკერი..
ჩემი პატარა გულზე არ დაუწვენიათ ჩემთვის, მაშინვე მაგიდაზე გადაიყვანეს, რაღაცას ასუნთქებდნენ..
თვალი შევავლე რომ მოშავო მომწვანო ფერი დაკრავდა, ჩემი არც ისე სუფთა წყლების გამო ალბათ.. (ამის გამო მთელი სამი დღე სამშობიაროში დღეში ორჯერ მიკეთებდნენ ანტიბიოტიკებს)..
მუცელზე ხელი დამაჭირა და დაახლოებით 5 წუთში გამოვარდა მომყოლიც..
მთლიანობაში ჩემი მშობიარობა 5 საათი გაგრძელდა რაც პირველი მშობიარობისთვის კარგი შედეგია როგორც ვიცი.. არც დამაჩქარებელი დამჭირვებია და არც გაუტკივარება..
2 საათის შემდეგ პალატაში გადამიყვანეს, დაღლილი ვიყავი მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე.. 4 საათზე შემომიყვანეს ჩემი ანა მარია, ფითქინა, ვარდისფერი ლოყებით.. ყურადღებით ვათვალიერებდი, არ მეგონა თუ ასე თოჯინასავით იქნებოდა.. რატომღაც მეგონა ყველა ახალდაბადებული არც ისე სიმპატიური იყო..
პირველ ღამეს ვიგრძენი როგორი ბედნიერი და ამაყი ვიყავი იმით რომ დედა გავხდი.. ცხოვრებას სულ სხვა აზრი და მნიშვნელობა მიეცა..