აი მეც მოვედი და დაგიწერთ ჩემი მშობიარობის მოგონებებს.
როგორც იცით ორშაბათამდე ანუ 26 დეკემბრამდე მქონდა ბოლო ვადა, თუ მანამდე არაფერი იქნებოდა 26-ში უნდა მივსულიყავი გაგუასთან. ხუთშაბათს ანუ 22-ში გამონადენი რომ წამომივიდა გავქანდით მაგრამ უკანვე გამოგვაბრუნეს, მიუხედავად ამისა წელის ქაჩვა და მენსტრუაციის წინა პერიოდის სიმპტომები მქონდა მთელი ის დღე და ღამე, მერე პარასკევს უფრო და უფრო მომიმატა ტკივილის შეგრძნებამ და 24-ში დილის 6 საათზე როცა ვიწექი უცებ ძალიან მაგრად მომიჭირა და წამოვხტი, გავედი ტუალეტში უკვე სისხლიანი გამონადენი მქონდა, მივხვდი რომ მეწყებოდა, მეთქი დავუცდითქო მაგრამ 10 წუთში ისევ გამიმეორდა ძლიერი ტკივილი და 6:20 გავაღვიძე ჩემი ქმარი და წავედით სამშობიაროში. მივედით, იქ გამატარეს რეგისტრაციაში, დარეკეს სადაზღვევოში, გამსინჯეს, გამსინჯა გელამ, არ ვიცი ვიღაც ახალი ექიმია რადგან 4 წლის წინ გაგუასთან არ იყო, 2 თითზე ხარო გახსნილიო, კუჭი გამოირეცხეო და შეგიყვანენ ბლოკშიო. სანიტარი ძალიან კარგი გოგო იყო, მომეხმარა ყველანაირად გახდაში და ყველაფერში, ხელით გასინჯვა მეტკინა ძალიან, მიუხედავად იმისა რომ ტკივილებს უკვე ვგრძნობდი და მემატებოდა. გადამიყვანეს ბლოკში მოკლედ, მომათავსეს მე-4 ბლოკში, უკვე იყვნენ იქ მშობიარეები და ხმები ისმოდა, ზოგი კვნესოდა, ზოგი ვაი დედას იძახდა, ამაზე ფერები წამივიდა, მიუხედავად იმისა რომ მეორე იყო მაინც მეშინოდა, თან ტკივილი მემატებოდა, ცოტახნის შემდეგ დამაწვინეს და ძალიან ამტკივდა, უკვე იქნებოდა სადღად 10-ის წუთები დილით, დავიყვირე ჩქარა ანესთეზიოლოგი მოვიდეს მეთქი რადგან ვგრძნობ რომ ვეღარ მოვითმენ, ძლიერი ტკივილი საშვილოსნოშI იყო და უკან წელს გადაეცემოდა და მაკავებდა, მოვიდა ანესთეზიოლოგი ზვიადი, ძალიან ზრდილობიანი და თანაგრძნობით აღსავსე

, გამიკეთა კადეტერი ზურგში, ცოტა არასასიამოვნო შეგრძნება კი იყო, მაგრამ როგორც კი შეუშვეს წამალი, წამოვიდა სიგრილე და მერე სიცივე ორგანიზმში, ვიგრძენი როგორ სასიამოვნოდ დავბუჟდი და დავწექი, ველოდები გაგუას მოსვლას. ამასობაში გავიდა 1 საათი, ვგრძნობ ისევ ტკივილი მეწყება ყრუ და მერე ძლიერდება, დავუყვირე ისევ იმ ზვიადის, არ ჩანს არსად, მერე გამვლელ ექიმს ვთხოვე დაუძახეთთქო ანესთეზიოლოგს ძალიან მტკივა, ხოდა შემოვიდა ანესთეზიოლოგი და გაუშვა კიდევ მეორე დოზა წამლის რომელიც იქვე თავთან მედო შპრიცით, ამასობაში ისევ დავბუჟდი დავწექი და დავიწყე მობილურის ზარების პასუხი და სმს-ები.
გავიდა რაღაც 1 საათი, სადღაც 11ზე დილით შემოვიდა გაგუა, გამსინჯა და თითით გამიხეთქა ბუშტი, მიუხედავად იმისა რომ გაუტკივარება ახალი დამატებული მქონდა ძალიან მეტკინა და ვიყვირე, მშობიარობა არ გინდაო გაეცინა, წყლები ეხლა დაგაღვრევინეო, ვიგრძენი როგორ წამოვიდა ბლომად თბილი წყალი და ტკივილმა ისევ მომიარა, ვეძახი ანესთეზიოლოგს, ის არ ჩანს არსად, მოკლედ ძალიან მტკივა, ამასობაში ჩემს პირდაპირ ბლოკში ვიღაც გოგოს განწირული კივილის ხმა მესმის, ვაიმე დედა ვკვდებიო ყვიროდა, მომხედეთო, მივხვდი რომ უკვე აჩენდა, შეცვივდნენ ექიმები, იმას გელა ყავდა აყვანილი, ისიც შევიდა, დაუწყეს ამ გოგოს ახსნა რა და როგორ უნდა ექნა, მაგრამ ეს კიოდა საცოდავად, არაფერი არ ესმოდა, ამასობაში მე გული მიმდის შიშით რადგან ამ ყველაფრის შემსწრე გავხდი თან ვყივირავ ანესთეზიოლოგი მოვიდესთქო, მოვიდა როგორც იქნა და დამიმატა წამალი, მოკლედ სადღაც ნახევარი საათი ყვიროდა ის გოგო და მერე უცებ გაჩუმდა და ბავშვის ტირილის ხმა გაისმა, ამოვისუნთქე, რახან იმან გააჩინა ჩემ თავს აღარ დავეძებდი

.
მეც ვიგრძენი ამასობაში რაღაც ძლიერი დაწოლა ჭინთვასავით, მაგრამ დაბუჟებული ვარ გაუტკივარებისგან და დიდათ ტკივილს ვერ ვგრძნობ, ვყვირივარ მგონი ვაჩენთქო, შემოცვივდნენ გაგუა ბებია ქალი, კიდევ ერთი ქალი, ხოდა გამსინჯა გაგუამ კიო აჩენო, ხოდა ეხლა გეტყვით რა უნდა გააკეთოო და დაგვიჯერეო, ბებია ქალი იყო ვიღაც მარინა, რომლის ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან თბილი და კარგი ქალი იყო. მეუბნებოდა ეხლა გაიჭინთე, მიაწექიო, მე ვიჭინთები მთელი ძალ-ღონით, არაფერი არ მტკივა უბრალოდ ვგრძნობ ჭინთვის შEგრძნებას, ისეთს ვიჭინთები რომ ხველება მივარდება, ვითხოვ წყალს, მაძლევენ წყალს ვსვავ და ვაგრძელებ, ამასობაში დათო თან მუცელზე მაწვება თან მეუბნება გაიჭინთე კიდევ ყოჩაღ, კიდევ ცოტაც, კიდევ ერთიც და მერე უცებ მეუბნება ეხლა აღAრ გაიჭინთო ჩქარ ჩქარა ისუნთქეო, ხოდა თან დაიძახა პედიატრი მოვიდესო, მივხვდი უკვე თითქმის გამომძვრალი იყო პატარა, ცოტახანში ამოასრიალეს და დამაწვინეს გულზე სულ ლურჯი იყო, გული გამისკდა რა ფერიათქო, მერე პედიატრიც მოვიდა გასინჯა და ატირდა იმხელა ხმაზე რომ რა ვიცი, მომილოცეს მოგვიტანეს ადიალები დამაწვინეს გულზე და ასე გავატარეთ 2 საათი ერთად ბლოკში, რომ გავაჩინე ჩემებს ვთხოვე გააგებინეთთქო ნერვიულობენთქო რადგან მობილურს ვერ მივწვდი ხოდა კი რა პრობლემააო. მოკლედ სადღაც ყველაფრიანად მშობიარობით ვიმშობიარე 2 საათში გაუტკივარების გაკეთებიდან, ანუ საკმაოდ მალე გაიხსნა ყელიც და ყველაფერი. ნაკერებს ავცდი, ერთი ნახეთქი მქონდა მარტო და ძალიან მიხარია.
სამშობიაროთI კმაყოფილი ვარ ზოგადად ანუ მშობიარობის პროცესით, რაც შეეხება ბავშვის მოვლას სულ ჩემთან იყო რადგან მეცოდებოდა რომ გაეყვანათ დიდათ ყურადღებას ვერ მიაქცევდნენ სულ 2 მორიგეა და ძალიან ბევრი ბავშვი, რძე არ მქონდა და დავუწყე ნუტრილონ 1-ის მიცემა. გუშინ გამოგვწერეს და ძალიან დაღლილი ვიყავი, ბავშვმა გამათენებინა სამშობიაროში ორი ღამე და თAნ სხვების ტირილშიც არ დამეძინა აი ასე, ეხლა ნელნელა მოვდივართ აზრზე.