ძლივს მოვიცალე რომ დავჯდარიყავი და დამეწერა ჩემი მოგონებები..
მოკლედ 24 დეკემბერს მისრულდებოდა 40 კვირა და გაგუამ მითხრა თუ 28ამდე არ დაგეწყება ტკივილები 28 -ში დილით მოხვალ და დავიწყებთ მშობიარობისთვის მომზადებას რო ახალ წელს სახლში შეხვდეო, ძალიან არ მინდოდა ეს ყელის გამხსენები მინდოდა თავისით დამწყებოდა ეს პროცესი რადგან პირველი ზუსტად ამ დამაჩქარებლებით გავაჩინე და ძალიან არ მინდოდა იგივე განმეცადა.
ორი სიტყვიტყვით გეტყვით რო პირველ მშობიარობაზე გაუტკივარებაც გავიკეტე და მაინც საშინელი ტკივილი გადავიტანე, და ახლა უკვე ძალიან მეშინოდა მშობიარობის , მაგრამ საკეისრო მაინც არ მინდოდა.
20 დეკემბერს მთელი დღე ჩემი მულიშვილები და მული იყვნენ, ბავშვებს ხან ხაჭაპურები დავუცხე, ხან ბატიბუტი დავუხალე და ბლოს ტორტის გამოცხობაც დავიწყე, ღამის 12 საათზე მოვჩი ტორტის გამოცხობას, ჩემი მამამთილი მეუბნოდა ისე დაიღალე დღეს შენ რო ამაღამ იმშობიარებო

მართლაც გამთენიისას რაღაცა ყრუ ტკივილმა გამაღვიძა რომელიც 30 წამსაც არ გრძელდებოდა, და დაახლოებით ნახევარ საათში მიმეორდებოდა, ავდექი და სახლის დალაგება დავიწყე, ოღონდ რატო ვალაგებდი დალაგებულ სახლს კაცმა არ იცის

ასე მოვიდა 10 საათიც, ზუკამაც გაიღვიძა ვაჭამე ამასობაში ტკივილი მომემატა დროც აშკარად შემცირდა, ჩემ ქმარს ვუთხარი დღეს არ წახვიდე სამსახურში რაღაც მუცელი მტკივა თქო, მოდი გაგუას დავურეკოთო ისე სხვათაშორის ვთქვი, სამშობიარო ტკივივილები არ მეგონა რადგან ზუკაზე საშინელი ტკივილი მქონდა პირველივე წუთიდან და ვერ წარმომედგინა ასეთი მსუბუქი ტკივილი თუ შეიძლებოდა სამშობიარო ყოფილიყო. დათომ რაღას ელოდები გაემზადე და წამოდი სამშობიაროშიო, მეც წყნარად მოვემზადე და წავედით.
მიმღებში რომ გამსინჯეს 2 თითზე ხარ გახსნილიო რო მითხრეს მეგონა მეხუმრებოდა და ვკითხე, მე მეუბნები მეტქი? იმიტო რო ტკივილი ზუსტად 30 წამს გრზელდებოდა და მუცელში რომ ოდნავ მოგივლის ასეთი იყო, შემიყვანეს პალატაში და ველოდებოდი ყელის გახსნას და ტკივილის მომატებას.
პალატაში ერთი კარგი გოგო დამხვდა, იმას ვადაგადაცილება ქონდა და დამაჩქარებლებს უკეთებდნენ, დავიწყეთ ჭორაობა, ამასობაში ის 30 წამიანი ტკივილიც არარ მქონდა.
დაახლოებით 2 საათი იქნებოდა დამეწყო ისევ იგივენაირი ტკივილები უბრალოდ შუალედი აშკარად შემცირდა. ექიმთან შევედი ვუთხარი აბა გამსინჯეთ მეთქი და ჯერ დააკვირდი რამდენ ხანში ერთხელ გაქ ტკივილებიო.
დავბრუნდი ისევ პალატაში და დავიწყე საათის ყურება 5 წუთში ერთხელ მტკიოდა, უკვე 3 წუთში ერთხელ, ტკივილი ისევ ისეთ სუსტი იყო, შევედი ისევ ექიმთან და გამსინჯა და გაოცებულმა უი რა კაი გოგო ხარ 4 თითზეა გახსნა დაჟე მეტზეცო ჩქარა ოყნაზეო, გაოგნებული ვიყურებოდი, ვერ ვიჯერებდი ჩამ თავს თუ ხდებოდა ეს.
გამიკეთეს ოყნა და შევედი სამშობიარო ბლოკში, და უკვე ჭინთვებს ველოდებოდი და ის ტკივილი რაც მქონდა ისაც კი აღარ მქონდა, დამეწყო ჭინთვები და ზუსტად 2 ჭინთვაზე გავაჩინე.
ჩემი პატარა ბარტყი დამაწვინეს მუცელზე და ღმერთს სულ მადლობას ვუხდიდი ასე ადვილად რო ვიმშობიარე, ერთადერთი რაც მშობიარობის დროს მწარედ მახსოვს ეს ნაკერების დადება იყო, პირველ მშობიაობაზე მქონდა შიგნიდან რამდენიმე ნაკერი და გივე ადგილზე ჩაიხსენიო და ნაკერი უნდა დაგადოო, ისე გავმწარდი ამ ნაკერზე არც გამაყუჩებელი გამიკეთეს არც არაფერი ვეხვეწებოდი იყოს მასე დატოვეთ არ მინდა ნაკერი მეტქი
უფლის წყალობით ჯამთელი დაიბადა ჩემი დაჩი 3.600 კგ, 51 სანტიმეტრი.
ყველას ადვილ მშობიარობას გისურვებთ