მოკლედ მოვედი 5 დღის მერე ოჯახში, არადა მერჩია ორი კვირა მაინც ვყოფილიყავი

ჯანმრთელობის სახლში ვიმშობიარე, როგორც გადაწყვეტილი მქონდა

ვიმშობიარე რაა, საკეისრო გავიკეთე.
მოკლედ დილის 10ზე მივედით, ჩემი ჩანთიანად ამიყვანეს მეორე სართულზე, საპროცედუროში შემიყვანეს, გამხადეს, ჩამაცვეს ერთჯერადი მწვანე ხალათი და ჩუსტები (ჩუსტები ჩემი მიტანილი, მათი არ მინდოდა) ტრუსი გამხადეს, მუცელი გამიპარსეს ერთჯერადი ბიგის საპარსებით და დავსისხლიანდი, სასტიკად დამაყარა ეგრევე გაპარსულზე, მერე გამიკეთეს ოყნა, ნუ ეგ იყო სრული კოშმარი, იქვე უნდა მოისაქმო და ამ დროს იქ სხვები გადი-გამოდიან და შენ უნიტაზზე ზიხარ, ნუ ძაან კოშმარია, ტეხავს. არადა სხვა გზა არ გაქვს, შენს პალატაში მოსასაქმებლად არ გიშვებენ. მერე ჩავიბანე და წავედი პალატაში. დამაწვინეს საწოლზე და ჩამიდგეს კათეტერი ვენაში, დამიყენეს ნატრიხლორის გადასხმა და დამტოვეს. საკეისრო კეთდებოდა და იმას რომ მორჩებიან, მერე შენ შეგიყვანენო სავარაუდოდო.
ლუქსში ვიწექი და რატომ, არ ვიცი

არადა არ მომითხოვია, თავად დამაწვინეს. ჩავრთე ტელევიზორი, გადავრეკე 200 ადამიანთან და ველოდები ჩემ ჯერს

ძალიან გაგრძელდა ის პირველი საკეისრო, ხოდა ამასობაში მე ჩამეძინა

შემოვიდა ირაკლი ექიმი, გამისინჯა მუცელი, ბავშვი მაინცდამაინც გიგანტი არ არისო

მეთქი-ვიცი . ცოტა ტონუსი გაქვსო, მთაავარია არ შეგეშინდესო

მეთქი ოღონდ დროზეეე, დავიღალე მეთქი.
1 საათის მერე შემოვიდა ანესთეზიოლოგის დამხმარე გოგო, ძალიან კარგი და საყვარელი და ჰუმანური, მომაწერინა ხელი საბუთებზე, რომ თანახმა ვიყავი, რომ ნესტან რატიანს გაეკეთებინა სპინალური გაუტკივარება ჩემთვის და ბლა-ბლა ბლა.. ხოდა მეთქი ერთი ჭიქა ყავა დამალევინეთ მეთქი, საკეისროს მერე დაგალევინებთო.
როგორც იქნა მოვიდა ჩემი ჯერი, გამიწყვანეს, ფეხით ავედით . შევედით საოპერაციოში, ხოდა ყველა დამხვდა ძალიან თბილი ღიმილით, ხომ არ გეშინიაო, ყველა მეკითხება, მეთქი, ოღონდ დროზე ხალხო, გამიწვრილდა გული მეთქი . ნესტანი მოვიდა, ჩამეხუტა, ყველაფერი კარგად იქნებაო, ხოდა შემომსვევს საოპერაციო მაგიდაზე, თავი მუხლებში ჩარგეო და მაქსიმალურად მოიხარეო, მეთქი რას აპირებთ? ანესთეზიოლოგის ასისტენტი მიხსნიდა ყველაფერს დეტალურად, წნევას აკონტროლებდა და მეჭორავებოდა, ჯერ ადგილი გამიყუჩეს, სადაც ნემსი უნდა შეეყვანათ და მერე უკვე ნემსი გამიკეთა, მაგრამ ცოტა გაუჭირდა თუ რაღაცა მაგდაგვარი შესვლა მგონი, და მე ეგრევე შევთავაზე, თუ რამე პრობლემაა, ნარკოზი გამიკეთეთ მეთქი, არაო, ყველაფერი გამოვაო და ამის თქმა იყო და გამითბა დილიდან გაყინული ფეხები

)))) ქაჩვას იგრძნობო და ხელის შეხებასო და პანიკაში არ ჩავარდეო, მეთქი, მთავარი ტკივილი არ ვიგრძნო და მაგას არ ვჩივი მეთქი.
მოკლედ შემოვიდნენ დანარჩენი ექიმებიც ამირანთან ერთად და დაიწყესსსსსს.... მე ფარდის მაგვარი ჩამომიფარეს წინ, რომ ვერ მეყურებინა, არადა ინტერესით ვკვდები, ისე მინდა დანახვა საკუთარი გაჩეხვის

ხოდა ნესტანი მეჭორავება ამასობაში და ჩემს პროფესიულ ზრდაზე მეკითხება რაღაცეებს და მე ვეწუწუნები, რომ სამედიცინო სფერო მინდოდა და მათემატიკის გამო გავიჭედე და მსგავსები, ხოდა ამ დროს ამირანმა რაღაცა თეთრი არსება დამანახა და გავიგე კრუსუნის ხმა, გილოცავ, კესარია დაიბადაო და გული გამიჩერდა, ოღონდ მართლა, ამ დროს არ ვარ ემოციური და რაღაცა , ნუ ვინც მიცნობს, იცის, მაგრამ ავტირდი და სუნთქვა შემეკრა .
ეხლა გავიქეცი და გავაგრძელებ მერე
Ask me If I Care--by Michael Hayes.. miss him too much :(