მოვიცალე და დავწერ ბარემ ჩემს ბოლო გამოცდილებას
ღუდუშაურის კლინიკაში გავაჩინე ბავშვი საკესირო კვეთით. მანამდე გამიკეთდა ექოსკოპია და ამიყვანეს ბლოკში. მომიტანეს აბსოლუტურად ახალი პერანგი, ფეხებზე დამახვიეს ელასტიკური ბინტები (ისიც ახალი). შემოვიდა ანესთეზიოლოგი და დაწვრილებით გამომიკთხა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები, ასევე ამიხსნა, თუ რა არის სპინალური გაუტკივარება და რა პროცედურის გავლა მოგვიწევდა. ამის შემდეგ ანესთეზიოლოგმა გამიკეთა ნემსი და დაიწყო ოპერაცია. ოპერატორი იყო თამრიკო მაჩიტაძე, ასისტენტი მამუკა ნემსაძე. ორივე

რატომღაც მეგონა, რომ გაყუჩებას უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ ბავშვი ისე უცებ ამოიყვანეს, რომ ცოტა დავიბენი კიდეც

დამანახეს ჩემი გოჭი, ისეთი ვარდისფერი იყო, ბუთქუნა

მერე გაწმინდეს, ჟანგბადი ასუნთქეს და გაუცუნცულეს მამიკოს, რომ გულზე დაეწვინა. დაახლოებით ნახევარ საათში ოპერაცია დასრულდა და მეც მამა-შვილთან გამაგორეს. ბავშვს იქვე ვაჭამე და მერე გულზე ბავშვითვე გადამიყვანეს პალატაში. საკეისროს გამოცდილება არ მქონია აქამდე, ფიზიოლოგიურად ვმშობიარობდი. ზოგიერთი თვითნასწავლი სექს ექსპერტის აზრით (რომელთა ასაკის მარტო პრაქტიკა მაქვს

) ამდენი მშობიარობის მერე ქალად აღარ ვვარგივარ

, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ თუ პირდაპირი ჩვენება არ არის, ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე რაღაც აკვიატების და მოჭერების

გამო ნუ იტყვით უარს. ფიზიოლოგიური+გაუტკივარება იქნება ალბათ იდეალური ვარიანტი, თუმცა მე გაუტკივარება არ გამიკეთებია არასდროს. საკეისროს შემდგომი პერიოდი რთულად გადავიტანე, განსაკუთრებით პირველი სამი დღე. ერთი კვირაა გასული და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ფეხზე დავდექი. ოპერაციიდან 24 საათის განმავლობაში სულ სისტემა მედგა და ჩემი ფეხზე ადგომა არ შეიძლებოდა. მართლაც, როცა ამაყენეს, არანაირი თავბრუსხვევა, თავის ტკივილები და სხვა ნარჩენი მოვლენები, რაც შეიძლება სპინალურმა გამოიწვიოს, არ მქონია. გამომწერეს მეოთხე დღეს, მას შემდეგ, რაც პატარამ მატება დაიწყო და მეც პრობლემა არ შემქმნია. გაწერის წინ გამსინჯა გინეკოლოგმა, გადამიღეს ექოსკოპია და ექოს ფოტო ჩააკრეს ისტორიაში

ვიცი, გაინტერესებთ და ღუდუშაურის კლინიკის პლიუს-მინუსებზე შესაბამის თემაში დავწერ.