მოკლედ ასე თუ ისე მოვიცალე და ვეცდები დავწერო მოგონება

მოკლედ 5ში საღამოს( 38კვირის და 2 დღის ვიყავი) დამეწყო მოვლითი,არარეგულარული,მსუბუქი ტკივილები არათანაბარი ინტერვალებით.. მტკიოდა ხან 1 სთ-ში ხან ნახევარ საათში ერთხელ... საღამოს 10 დან ინტერვალები შედარებით შემცირდა ხოლო ესე პირველიდან ინტენსიური გახდა .. სადღაც ყოველ 10 წუთში რომ დაიწყო გამეორება უკვე რასაც ქვია ძალით დაიწყეს ჩემმა ქმარმა და დედამ ჩემი ნივთების შეგროვება.. უკვე მანქანაში საკმაოდ მტკიოდა.. ზუსტად ღამის 2ზე მივედით იმედის კლინიკაში,შევედით მიმღებში ავედი სავარძელზე იმ იმედით რომ მინიმუმ 2 თითზე მაინც ვიქნებოდი გახსნილი..თუმცა 1თითზე აღმოვჩნდი აქვე მინდა ვთქვა რომ სასინლად მეტკინა გასინჯვა,ამავე დროს შევატყვე რომ მორიგე ექიმს გადაჭარბებულად მოეჩვენა რომ ძალიან მტკიოდა ნუ ყოველ შემთხვევაში დამტოვა დაგაკვირდებით დილამდეო და ამიყვანა მესამე სარტულზე სადაც არის წინასამშობიარო პალატები და სამშობიარო ბლოკები.. ჩემები კი ამასობასი სახლში გაუშვიატ..მარტო ჩემი ქმარი დარჩა.ე.ი გამოვიცვალე გამიკეთეს ოყნა(ამ მომენტზე ძალიან ვნერვიულობდი თუმცა არ ღირდა ნერვიულობად)და დავიწყე ლოდინი..ამასობასი ტკივილმა მიმატა მაგრამ მაინც ასატანი იყო.. დავდიოდი დერეფანში ,პალატაში გამიშალეს ლოგინი ცოტა ხანი ვწვებოდი მაგრამ ძირითადად დავდიოდი .. ამასობაში სამშობიარო ბლოკიდან არაადამიანური ხმები გამოდიოდა და თან გულში ვფიქრობდი ნეტა ესე როგორ უნდა გტკიოდეს რომ ამხელა ხმაზე იკივლოთქო და თურმე სად ვიყავი

მოკლედ ტკივილი ტანდატან გამიძლიერდა მოვითხოვე ეპიდულარული თუმცა 3 თითზე სანამ არ გაიხსნები არაო

ნუ როგორღაც მოვახერხე წამოწოლა და მოსახერხებელი პოზა და უცბად ვიგრძენი როგორ დამეღვარა თბილი სითხე ..წ***ბი დავღვარე..ექიმიც იქვე იყო გამსინჯა და 2 თითზე ვიყავი .. წ***ბის დაღვრა და ტკივილების მომატება ერთი იყო უკვე ვლოცულობდი და ყველა წმინდანს შევთხოვდი დახმარებას..თან ისე მოხდა რომ 2ივე ექიმი საკეისროზე შევიდა ექთნების ანაბარა ვიყავი... აუტანლად მტკიოდა ესე გაგრძელდა 4დან 7ის ნახევრამდე 7ის ნახევარზე ისევ 2თითზე ვიყავი თან ზალიან მტკიოდა და ვენაში გამიკეთეს მომადუნებელი (სავარაუდოდ პრომედოლი) და რასაც ქვია ამოვისუნთქე ,მტკიოდა მაგრამ ასატანად.. 9სკენ როგორც მოხდა 3ზე ვიყავი და უკვე შეიძლებოდა გაუტკივარება .. გამოიძახეს ანესთეზიოლოგი შემიყვანეს ბლოკში და ჩამიდგეს კათეტერი .. ცოტა უსიამოვნო პროცედურაა მაგრამ ასატანი.. თან ანესთეზიოლოგი იყო არაჩვეულკებრივი ადამიანი

მოკლედ ტკივილი სრულიად მომეხსნა და ვიყავი არხეინად მგონია რომ მორჩა ყველაზე მტკინვეული უკან დარჩა.. ამასობასი ბრიგადაც შეიცვალა და მოვიდა სხვა მეანი(ახალგაზრდა ბიჭი) როიმელმაც საბოლოოდ მამშობიარა..რომლის უსაზღვრომ მადლობელი ვარ 10დან 3საათამდე ადამიანი არ მომშორებია გვერდიდან ყველანაირი აყვანების და ესეთების გარეშე. ნუ გავაგრძელებ ამ გაუტკივარების ფონზე 9დან 12მდე გავიხსენი მხოლოდ კიდევ ერთ თითზე ანუ სულ 4თითზე და როგორც ამიხსნეს ცემს შემთხვევაში გაუტკივარებამ პროცესი გამიგრძელა ამიტომ 12ზე როცა წამლის მოქმედებამ სრულიად გაიარა მეტი აღარ დამიმატეს

ნუ ამ ტკივილებს ვერ ავღწერ იმიტომ რომ სიტყვას ვერ მივუსადაგებ ,პირადად ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ არსებობდა მსგავსი ტკივილი...ეს იყო ყოვლის მომცველი და ყოვლად აუტანელი

თუ წამებით რაღაც სასწაულით მოხდებოდა და ტკივილი მომეშვებოდა ვფიქრობდი იმ წამებზე როცა ჩემს პატარას დავინახავდი.. ჩავიხუტებდი... შემდეგ როგორღაც მოხდა რომ სრულად გავიხსენი და დამეწყო ჭინთვები..რატომღაც ბევრისგან მსმენია რომ ჭინთვების დროს ტკივილი არ აქვთ თუმცა მე აუტანლად მტკიოდა უკვე ვიხვეწებოდი თუნდაც ჩამჭერითთქო.. არაფრის თავი აღარ მქონდა ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა ,სანიტარი წყალს მასხამდა.. ვიჭინთებოდი მთელი ძალით როგორც ექიმი მასწავლიდა და როგორღაც ერთი ძლიერი გაჭინთვაც და ვიგრძენი როგორ გამოვიდა თავი და გამოსრიალდა ტანი და კიდურები

აი ეს იყო ყველაზე სასწაული მომენტი ჩემს ცხოვრებაში...როცა გავიგე ჩემი პატარას ხმა.. ერთი წამიტ დამანახეს და წაიყვანეს პედიატრებმა.. შემდეგ კიდევ ერთი წამიტ ჩამახუტეს და გაიყვანეს

მე კი გამკერეს.. ანუ ჩაჭრა არ დამჭირდა და არც ჩახევა არ მქონია ,მქონდა მხოლოდ პატარა ნახეთქი შიგნით(ესე ამიხსნეს). ზუსტად 2საათი დამტოვეს ბლოკში შემდეგ კი პალატაში გადამიყვანეს და მომიყვანეს ჩემი სიხარული.. ანუ კიდევ მინდა ვთქვა რომ სანამ დედა არ გახდები ვერ მიხვდები ეს რა სასწაული გრძნობაა ,უკვე ფიქრობ რომ აქამდე სად ვიყავი როგორ ვსუნთქავდი ეს პატარა რომ არ მყავდაო.. ყველას ვუსურვებ გამოეცადოს დედობის სიხარული...

პს: სამშობიაროს აღწერას მოგვიანებით დავდებ და უკაცრავად თუ აბდაუბდა ნაწერია ძალიან ვჩქარობდი
* * *
L0TUSBrown-eyed GirlMrs_Zumმოგვიანებით დიდ მადლობას გიხდით მოლოცვისთვის
Мне Бог подарил несказанное чудо - Я стану мудрее, я мамою буду. Сердечко твое во мне бабочкой бьется - Проснусь, улыбнусь и оно улыбнется. Оно не предаст, оно будет отрадой, Частицей меня, золотым звездопадом.
всё будет хорошо, у меня другого выхода нет!